ვერმუტი
ვერმუტის
სამშობლოდ
იტალია, კერძოდ კი ქალაქი ტურინი ითვლება, რომელიც გარშემორტყმულია
ნაყოფიერი
დაბლობებით,
სადაც საუცხოო ყურძენი მოდის. სწორედ მისგან მზადდება საუცხოო მუსკატი. ალპური ფერდობების ახლოს იზრდებოდა არომატული, სასიამოვნო ბალახი. აღნიშნული კომპონენტების შერევის შედეგად უჩვეულო, რბილ, თავისებურ გემოსა და არომატს იღებდნენ. მოგვიანებით მუსკატი შედარებით ნეიტრალური, მშრალი ღვინით ჩაანაცვლეს. ვერმუტების ისტორია ჩვენი წინაპრების მიერ ღვინოში სხვადასხვა არომატული ბალახის ჩამატების სიყვარულს უკავშირდება. სწორედ ამან განაპირობა
"ცუდი"
ღვინოების
"კარგ"
სასმელებად
გარდაქმნა.
ვერმუტის ამჟამინდელი ვარიანტის რეცეპტს ჰიპოკრატეს მიაწერენ. არსებობს ასეთი ისტორიაც. ერთხელ, როცა პატარა გორაკზე ასული ჰიპოკრატე, ჩვეულებისამებრ,
ბუნებრივი
ფაქტორების
ადამიანზე
ზემოქმედების
საკითხზე ფიქრობდა, ცაზე ხმელთაშუა ზღვის მცხუნვარე მზე გამოჩნდა, რომელმაც ყვავილებსა და ბალახს საოცარი არომატი ამოაფრქვევინა. მწვანე ვენახები, რომლებიც მდელოს გასწვრივ დაჰყვებოდა, თვალს ახარებდა. სწორედ იქ გაუჩნდებოდა ჰიპოკრატეს მოსაზრება სასიამოვნო და სასარგებლო ტკბილი ღვინისა და გარკვეული მცენარეების შერევის შესაძლებლობაზე,
რაც, მისი აზრით, ხელს შეუწყობდა საჭმლის გადამუშავებასა და სასიამოვნო შეგრძნების შექმნას. რა ცვლილებებს განიცდიდა ვერმუტი ჩვენს წელთაღრიცხვამდე
V საუკუნიდან
(როცა ცხოვრობდა ჰიპოკრატე) XVII
საუკუნემდე,
ჩვენთვის ნაკლებად ცნობილია. თუმცა, დოკუმენტებში შემონახული ინფორმაციის თანახმად, XVII საუკუნის დასაწყისში, პიემონტის მიწათმოქმედმა, სახელად ალესიომ, "ჰიპოკრატეს ღვინო" ბავარიის მეფეს გააცნო და მან ადვილად შეინარჩუნა საკუთარი თავი სამეფო კარზე. მხოლოდ რთული ლათინური სახელწოდება
Wermut Wein-ით
შეიცვალა,
რაც თარგმანში
"მდელოს
ღვინოს"
ნიშნავს. მას შემდეგ ამ სასმელს ასეც უწოდებენ. ევროპის დედაქალაქებში მოგზაურობის დროს, სასმელი "მეორე სამშობლოში"
დაბრუნდა და XVII საუკუნის ბოლოს, ტურინში, მეფე პიემონტის სამეფო კარზე ოფიციალური სტატუსი მიენიჭა. მას შემდეგ ვერმუტმა, რომელიც დაიბადა იტალიაში, ხოლო სახელწოდება გერმანიაში მიიღო, მსოფლიოს მასშტაბით, უამრავი თაყვანისმცემელი
შეიძინა. დახვეწილმა გემომ და საუცხოო სასმელებზე გავრცელებულმა მოდამ ვერმუტი სამკურნალო საშუალებიდან გერმანიის, შემდეგ კი საფრანგეთის არისტოკრატიის საყვარელ სასმელად აქცია. კარგი ვერმუტი არამხოლოდ გამოაკეთებს განწყობას, არამედ აღვიძებს მადას. პროფესიონალური დეგუსტატორები მის სუფთა სახით დალევას წყალთან ან ყინულთან ერთად ამჯობინებენ, რადგან ასეთ დროს არომატი უფრო იგრძნობა. როგორც წესი, ვერმუტი გამაგრილებელ სასმელადაც ითვლება. მასთან მისაყოლებლად სთავაზობენ მოხალულ თხილს, ხილს და ა.შ. თუმცა უნდა გაითვალისწინოთ,
რომ ვერმუტი სუფრასთან დასალევი სასმელები არ გახლავთ. მას მიირთმევენ ჭამამდე ან ჭამის შემდეგ, როგორც დესერტს. უკეთესია, მშრალი ვერმუტის სახეობებს თუ არ აურევთ და ცივად მიირთმევთ. გემრიელი ვერმუტები სასიამოვნოა, როგორც მარტო, ისე ჯინთან, არაყთან და კონიაკთან ერთად. ნებისმიერ შემთხვევაში კარგია, თუ დაამატებთ ლიმონის წვენს ან ფორთოხლის ნაჭერს. სუფთა ვერმუტის მიღება მიღებულია არა კოქტეილის, არამედ ვისკის ჭიქით. გაითვალისწინეთ,
რომ ვერმუტი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კომპონენტია კოქტეილებისათვის.
სპეციალისტების
განცხადებით,
მის საფუძველზე შესაძლებელია
500 სახეობის
კოქტეილის
მომზადება.
ვერმუტი შეიძლება მივაკუთვნოთ
"all day drink"-ის კატეგორიას,
ამიტომაც სიამოვნება მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება, თუკი სასმელს ნელ-ნელა მიიღებთ.
წყარო:
alco.ge
|