ვეგეტარიანული ჩახოხბილი
მასალა:
კარტოფილი 4ც.
პომიდორი 4ც.
ხახვი 3 თავი
მცენარეული ზეთი 5 ს/კ.
მწვანე ცხარე წიწაკა 1ც.
ოხრახუში და კამა 3–3 ძირი
ხმელი ქინძი 1 ჩ/კ.
დაფქვილი შავი პილპილი და
მარილი გემოვნებით.
მომზადება:
ხახვი შევწვათ ზეთში, დავამატოთ გათლილი კუბიკებად დაჭრილი კარტოფილი,
დავასხათ 1/2 ჭიქა წყალი და ვხარშოთ 10 წუთი, შემდეგ დავამატოთ კანგაცლილი
კუბიკებად დაჭრი პომიდორი და ვთუშოთ კიდევ
10 წუთი, მომზადებამდე 3 წუთით ადრე ჩახოხბილს დავამატოთ წვრილად დაჭრილი
მწვანილები, მოვაყაროთ მარილი ხმელი ქინძი, შავი პილპილი და კარგად ავურიოთ. სუფრაზე მიტანის წინ თავზე
მოვაყაროთ დაჭრილი წიწაკა.
|