ვაშლის რგოლები თაფლით
მასალა:
ვაშლი 4ც.
ქიშმიში 10ს/კ.
ნიგოზი ან თხილი 10ს/კ.
თაფლი 7–8ს/კ.
მომზადება:
ვაშლები გავრეცხოთ და გავაშროთ (სურვილისამებრ შეგვიძლია გავთალოთ)
დავჭრათ რგოლებად და ამოვაჭრათ გულები, შემდეგ დაჭრილი რგოლები მოვათავსოთ
გამოსაცხობ ფორმაზე, თითოეულს მოვაყაროთ ქიშმიში, წვრილად დაჭრილი თხილი, მოვასხათ
თაფლი და შევდგათ აირღუმელში. ვაცხოთ 10–15 წუთის განმავლობაში.
|