მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
სამზარეულო
საიტის მენიუ
ძებნა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
ქართული სამზარეულო [39]
ხორციანი კერძები [200]
თევზის კერძები [35]
რძის ნაწარმი [39]
ბოსტნეული/ფხალეული [138]
ფქვილეული/ბურღულეული [130]
საწებლები/სოუსები [50]
მწნილები/მარინადები [46]
მურაბები/ჯემები [97]
უცხოური სამზარეულო [45]
ცხოველის ხორცის კერძები [60]
ფრინველის ხორცის კერძები [63]
თევზის კერძები [58]
ბოსტნეული/ფხალეული [69]
სალათები [97]
ფქვილეული/ბურღულეული [71]
პიცები/ბუტერბროდები [96]
სამარხვო კერძები [144]
ტკბილეული [201]
ნამცხვრები [72]
ტორტები [84]
სასმელები [12]
კოქტეილი [4]
ლიქიორი [26]
ყავა [41]
ჩაი [39]
სხვადასხვა [306]
ჩანაწერების არქივი
კალენდარი
«  აგვისტო 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასეთ საიტი
სულ პასუხი: 1366
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 17
სტუმარი: 17
მომხმარებელი: 0
......
...........
მთავარი » 2011 » აგვისტო » 23 » ვაშლი
23:18
ვაშლი


ვაშლი

 

ვაშლი (Malus), ხე და ბუჩქოვან მცენარეთა გვარი ვარდისებრთა (Rasaceae) ოჯახისა. ცნობილია 10 ათასზე მეტი ჯიში, მათგან საქართველოშია 200. ვაშლის კულტურული ჯიშების ნაყოფი შეიცავს შაქარს (ფრუქტოზა, გლუკოზა, საქაროზა), მჟავებს (ვაშლის, ლიმონის), პექტინს, ცილოვან ნივთიერებებს, უჯრედისს, ვიტამინებს (A, B, C), წყალს (83-90%) და სხვა. ვაშლი შეიცავს ასევე E ვიტამინს, თუთიასა და სპილენძს ანტიოქსიდანტებს, რომლებიც საუკეთესოდ მოქმედებს ფილტვებზე. მათ ვინც კვირაში ორზე მეტ ვაშლს მიირთმევს, ასთმით დაავადების რისკი 32% ნაკლები აქვს. ვაშლით მდიდარი დიეტა საგრძნობლად ამსუბუქებს დაავადებული ფილტვების მქონეთა მდგომარეობას, ამცირებს ქოშინს. მედიკოსები ასეთი ეფექტის მიზეზად მიიჩნევენ ხილში არსებულ ანტიოქსიდანტებს, რომლებიც ფილტვებს თამბაქოს კვამლისა და ჰაერში არსებული მავნე მინარევებისგან იცავს.

 

რომელი ვაშლია სასარგებლო?

ამობენ, რომ მჟავე ვაშლი ტკბილზე სასარგებლოა. ანტონოვკის ტიპის ვაშლებში გაცილებით მეტია ვიტამინი, ვიდრე ტკბილ ჯიშებში. მაგრამ მჟავე ვაშლის ხშირმა გამოყენებამ, შეიძლება, გამოიწვიოს ქრონიკული გასტრიტი , ამიტომაც მომატებული სიმჟავის გამო უმჯობესია ტკბილი ვაშლი ამოირჩიოთ. ყვითელი ან წითელი ჯიშის ვაშლი გამოირჩევა კალიუმის მაღალი შემცველობით, რაც ძალზე სასარგებლოა გულის დაავადებისა და არტერიალური წნევის შემთხვევებში. ალერგიულებს უფრო მწვანე ვაშლი გამოადგებათ, რადგან იშვიათად იწვევს ალერგიულ დაავადებებს. უზმოზე ერთი ფინჯანი ყავის ნაცვლად თუ ვაშლს მიირთმევთ, ტვინი და ორგანიზმი უფრო სწრფად გამოფხიზლდება და ტონუსში იქნება.

თუ შაკიკის (მიგრენი) პირველი სიმფტომების დროს ვაშლს მიირთმევთ, თავის ტკივილის შეტევას თავიდან აიცილებთ.

ძილის წინ ერთი ცალი ვაშლის მირთმევა მშვიდი და უშფოთველი ძილის გარანტიაა.

ვაშლის დანით გარჩევა არაჩვეულებრივი ვარჯიშია . . . ტვინისთვის!

თუ დღეში 3 ცალ ვაშლს მიირთმევთ, ადრეული დაბერება არ დაგემუქრებათ.

ვაშლი შეიცვას უამრავ სასარგებლო ნივთიერებას, მაგალითად: მასში არსებული დიდი რაოდენობით რკინა სისხლნაკლებობისგან დაგიცავთ. 8-ჯერ უფრო მეტ იოდს შეიცავს ვიდრე ბანანი და 13-ჯერ უფრო მეტს ვიდრე ფორთოხალი. გარდა ამისა ვაშლი განსაკუთრებით სასარეგბლოა იმ ადამიანისთვის რომელსაც მაღალი წნევა აწუხებს, ვინაიდან მას ორგანიზმიდან ზემეტი სითხე და მარილი გამოაქვს. ის დაბალ კალორიული ხილია და სწორედ ამიტომ იდეალური საშუალებაა დიეტის დროს. თუმცა, თუ ადამიანს კუჭ-ნაწლავის პრობლემები აქვს უმჯობესია ვაშლი მოთუშულ ვარიანტში მიიღოს, ვინაიდან ვაშლის სიმჯავემ შეიძლება კუჭის ტკივილები გამოიწვიოს.

 

წყარო: ira-gar.blogspot.com

კატეგორია: სხვადასხვა | ნანახია: 1977 | დაამატა: natia | ტეგები: ვაშლი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: