ვარდის მურაბა
მასალა:
ვარდის
ფურცელი (გაწურული) 1კგ.
შაქრის
ფხვნილი 4კგ.
წყალი
7 ჩ/ჭ.
მომზადება:
ვარდის
ფურცლებს თეთრი თავები მოვაჭრათ, თესლი არ მივაყოლოთ, დავაყაროთ 1 კილოგრამი შაქრის ფხვნილი და ხელით კარგად ვსრისოთ; მაგრად გავწუროთ; დასრესილი, გაწურული ვარდის გუნდა ქილაში მოვათავსოთ, დავაყაროთ ზემოდან დარჩენილი შაქრის ფხვნილი, დავასხათ გამონაწური წვენი, დავახუროთ თავსახური და გრილ ადგილას შევინახოთ 1-2 დღე. ამის შემდეგ გადმოვიღოთ ქილიდან თავისი წვენით, კიდევ კარგად დავსრისოთ და გამოვწუროთ მისგან წვენი. ჭურჭელში ჩავყაროთ შაქარი, დავასხათ წყალი, ავადუღოთ, მერე მოვათავსოთ შიგ გაწურული ვარდი და ნელ-ნელა ვხარშოთ. შუა ხარშვაში რომ იქნება, ვარდის გამონაწური წვენი დავასხათ და ავადუღოთ, სანამ სიროფი კარგად არ შესქელდება. მურაბას უნდა ჰქონდეს ფაფისმაგვარი შესახედაობა.
|