ვანა ტალინი
ესტონელების
ერთ-ერთი საყვარელი სასმელი, ლიქიორი "ვანა ტალინი” გახლავთ. ლიქიორი ცოტაოდენ რომსა და სხვადასხვა არომატულ ნამატებს შეიცავს, მათ შორის ციტრუსის ზეთსა და ვანილს. ეს სასმელი საკმაოდ გავრცელებულია ბალტიისპირეთის ყველა ქვეყანაში (ესტონეთი, ლატვია და ლიტვა), ასევე ფინეთშიც. "ვანა ტალინი” საკმაოდ მაღალი ალკოჰოლური შემცველობის სასმელია, ამიტომ მისი ხშირად მიღება რეკომენდირებული არაა, თუმცა თავისუფლად შეგიძლიათ, ლიქიორი სხვა სასმელსა თუ კოქტეილში გაურიოთ და ისე მიირთვათ. ესტონური ლეგენდის თანახმად, ადამიანები, ვინც ამ სასმელს დიდი რაოდენობით დალევდა, მას ფეხებში ძალა ერთმეოდა. ამიტომ დალევაში შეჯიბრი იმართებოდა და ის მამაკაცი, რომელიც ყველაზე მეტ "ვანა ტალინის” დალევდა, შემდეგი ბელადი ხდებოდა. დღეისთვის ამ ლიქიორს ყველაზე მეტად რძესთან ერთად სვამენ ან კეფირში ურევენ და მას საკმაოდ მაღალი ფასიც აქვს. ამ ბოლო დროს, "ვანა ტალინის” დისტრიბუცია ევროპას გასცდა და ამერიკაშიც შეიჭრა. 2007 წელს, მისი დისტრიბუცია აშშ-ი დაიწყო, თუმცა მას ამერიკულ ბაზარზე ფეხი არ მოუკიდია. სამაგიეროდ, ევროპაში ეს ლიქიორი ერთ-ერთ წამყვან ბრენდად მიიჩნევა.
წყარო:
avtoradio.ge
|