უზო
ბერძენი
ხალხის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი სასმელი "უზო” გახლავთ. ეს სასმელი ასევე პოპულარულია ტურისტებსა და დამსვენებლებს შორის. ”უზოს” სპეციალური დასაყოლებელიც აქვს, რომელსაც მეზედესი ქვია და ცხარე სუნელებისგან შედგება. როგორც ბერძნები ამბობენ, სასმელის დალევის შემდეგ, რამდენიმე საათის განმავლობაში ადამიანი სულიერ სიმშვიდეს და სიწყნარეს გრძნობს. ამ სასმელის დამზადება მამაკაცებს აქვთ მინდობილი. რატომღაც თავიდანვე წესი იყო, რომ ქალბატონებს მისი დამზადების უფლება არ ჰქონდათ და ეს კანონი დღემდე მოქმედებს. ძველად, ”უზოს” მხოლოდ კვირაობით სვამდნენ, სულიერი სიმშვიდის შესანარჩუნებლად,
მას შემდეგ, რაც წირვიდან გამოდიოდნენ. თუმცა 21-ე საუკუნეში ეს ტრადიცია აღარ გრძელდება, მისი დალევა ნებისმიერ დროსა და ადგილზეა შესაძლებელი, ოღონდ მხოლოდ საბერძნეთში. სხვა ქვეყანასა და ქალაქში, სამწუხაროდ მისი დაგემოვნებოს საშუალება არ მოგეცემათ, რადგან ბერძნების ნაციონალური სასმელის რეცეპტის შემადგენლობა გავრცელებული არაა. თუმცა ცნობილია, რომ მის შემადგენლობაში ანისის თესლი და ყურძნის სპირიტა, აგრეთვე სპეციალური ბალახეული და რამდენიმე
ხის ქერქია.
წყარო:
avtoradio.ge
|