თუთის მურაბა
მასალა:
1კგ. თუთა
1კგ. შაქარი.
მომზადება:
1 კგ. მწიფე თუთას დააყარეთ 1 კგ. შაქარი, რამდენიმე საათი გააჩერეთ გრილ ადგილას, შემდეგ 10-15 წუთი ადუღეთ, გადმოდგით და მეორე დღეს ხარშეთ მანამ, სანამ მურაბა მზად არ იქნება. მოხუფეთ და შეინახეთ.