![](/13/2909.jpg)
თუშური (კოტორი)
მასალა: ცომი:
პურის ფქვილი 1კგ.
მარილი გემოვნებით.
ერბო შესაწვავად.
შიგთავსი:
ხაჭო 1–1,2კგ.
ერბო და მარილი გემოვნებით.
მომზადება:
ფქვილს მოვაყაროთ მარილი, დავასხათ წყალი
და მოვზილოთ ცომი. მომზადებული ცომი დავანაწილოთ, გავაბრტყელოთ, მოვაყაროთ კარგად
გაწურული, მარილით და ერბოთი შენელებული ხაჭო (წინასწარ ვათბობთ ხაჭოს და
გავაჩეროთ 1–2 დღე), მოვუკრათ პირი, გავაბრტყელოთ რაც შეიძლება თხლად (რაც უფრო თხელია კოტორი მით უფრო კარგია) და ღუმელში ან ტაფაში გამოვაცხოთ
ერბოში.
|