თუშური (გორდილა)
მასალა:
პურის ფქვილი 1კგ.
სოდა 1 ჩ/კ.
მომზადება:
ფქვილს დავამატოთ სოდა და მოვზილოთ ცომი, გავაკეთოთ პატარა გუნდები და ადუღებულ წყალში ჩავყაროთ. 15 წუთის
შემდეგ ამოვაწყოთ უკვე მოხარშული
გორდილები და ერბოში ჩაწობით მივირთვათ. გორდილასთან მიდის კარგი
ხილის არაყი. გორდილა განსაკუთრებით პოპულარულია მწყემსებში, რადგან ადვილი
მოსამზადებელია და ამასთან ერთად –
ნოყიერიც.
|