ცულისპირას შეჭამანდი
მასალა:
ცულისპირა 250გრ.
ნიგოზი 25გრ.
ხახვი 3 თავი
დაჭრილი ქინძი 40გრ.
მარილი და პილპილი გემოვნებით.
მომზადება:
ცულისპირას მარცვალი გაარჩიეთ, გარეცხეთ და ჩაყარეთ ქვაბში, დაასხით
იმდენი წყალი, რომ დაფაროს. როცა ადუღდება, 2 თავი ხახვი ჩაააჭერით, კარგად რომ
მოიხარშება, დაუმატეთ დანაყილი ნიგოზი, 1 თავი წვრილად დაჭრილი ხახვი და ქინძი.
მარილით და პილპილით შეკმაზეთ, წამოადუღეთ და გადმოდგით. არც ძალიან თხელი უნდა
იყოს და არც ძალიან სქელი. თუ გინდათ, მჟავე იყოს, დაუმატეთ ტყემალი ან ტყლაპი და
მოხარშეთ, თუ წყალი შეიშროს, დროდადრო ჩაუმატეთ.
|