ცოცხალი
მასალა:
კალმახი (ცოცხალი) 1 კგ.
ფოთლები კაკლის ან შავი მოცხარის
10-12ც.
პურის ფქვილი 1,5 ჭიქა
წყალი 1/3 ჭიქა
მარილი გემოვნებით.
მომზადება:
თევზი გამოვშიგნოთ, გავრეცხოთ და მოვაყაროთ მარილი. კაკლის ფოთლებს
მივასწუხოთ ცოტა წყალი და შევახვიოთ თევზი ფოთლებში. ფქვილისგან და წყლისგან
მოვზილოთ თხელი ცომი. ფოლგის ქაღალდის ცენტრში მოვათავსოთ მომზადებული ტევზი,
წავუსვათ ცომი, კარგად შევაერთოთ ფოლგის კუთხეები და შუაში დავტოვოთ პატარა
ხვრელი. ამასთან ერთად ყურადღება მივაქციოთ რომ ფოლგაზე არ წარმოიქმნას ჭრილები
(ანუ არ გაიხეს სადმე). ფოლგაში შეხვეული თევზი მოვათავსოთ გამოსაცხობ ფორმაზე,
დავასხათ წყალი, დაახლოვებით 1 სმ. სიმაღლეზე. ვეცადოთ რომ წყალი არ ჩავიდეს
ფოლგის შიგნით. გამოვაცხოთ აირღუმელში 10–15 წუთი 200 °С. გრადუსზე. შემდეგ თევზი
გამოვიღოთ, გავანთავისუფლოთ ყველაფრისგან და მალევე მივიტანოთ სუფრაზე.
|