მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
სამზარეულო
საიტის მენიუ
ძებნა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
ქართული სამზარეულო [39]
ხორციანი კერძები [200]
თევზის კერძები [35]
რძის ნაწარმი [39]
ბოსტნეული/ფხალეული [138]
ფქვილეული/ბურღულეული [130]
საწებლები/სოუსები [50]
მწნილები/მარინადები [46]
მურაბები/ჯემები [97]
უცხოური სამზარეულო [45]
ცხოველის ხორცის კერძები [60]
ფრინველის ხორცის კერძები [63]
თევზის კერძები [58]
ბოსტნეული/ფხალეული [69]
სალათები [97]
ფქვილეული/ბურღულეული [71]
პიცები/ბუტერბროდები [96]
სამარხვო კერძები [144]
ტკბილეული [201]
ნამცხვრები [72]
ტორტები [84]
სასმელები [12]
კოქტეილი [4]
ლიქიორი [26]
ყავა [41]
ჩაი [39]
სხვადასხვა [306]
ჩანაწერების არქივი
კალენდარი
«  აგვისტო 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასეთ საიტი
სულ პასუხი: 1362
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
......
...........
მთავარი » 2011 » აგვისტო » 23 » ცოტა რამ ვიტამინების შესახებ კვების პროდუქტებში
18:42
ცოტა რამ ვიტამინების შესახებ კვების პროდუქტებში


ცოტა რამ ვიტამინების შესახებ კვების პროდუქტებში

 

A ვიტამინი შედის პალტუსის ღვიძლში, კარაქში, ყველში, კვერცხში. მისი ნაკლებობა იწვევს მხედველობის დარღვევას, კანის პრობლემებს, ლორწოვანი გარსის ანთებას. თუმცა A ვიტამინის ჭარბი რაოდენობით მიღებაც ასევე მავნებლია. A ვიტამინის სიჭარბემ შესაძლოა გამოიწვიოს მადის დაკარგვა, კანის სიმშრალე, თმის ცვენა, თავის ტკივილები, გულისრევა. B ვიტამინების კომპლექსი სხვადასხვა B ვიტამინების ნარევია. B ვიტამინებით მდიდარია ბრინჯი და მარცვლოვნები. B ვიტამინების ნაკლებობა იწვევს დაავადება ბერი-ბერს. B ვიტამინების ნაკლებობით გამოწვეული დაავადებების სიმპტომებია: აზროვნების დაქვეითება, გულისრევა, კუნთების სისუსტე, საჭმლის მონელების დარღვევა, დეპრესია, გაღიზიანებადობა, მეხსიერების მოშლა, სუსტი კონცენტრაცია, შარდის შეკავება.

C ვიტამინის ანუ ასკორბინის მჟავას შემცველი საკვებია: შავ მოცხარი, ასკილი, ოხრახუში, კომბოსტო, მწვანე წიწაკა, ლიმონი, ფორთოხალი. C ვიტამინის ნაკლებობა იწვევს დაავადება სურავანდს. მისი სიმპტომებია ღრძილებიდან სისხლდენა, სისუსტე, გაღიზიანებადობა, კუნთებისა და სახსრების ტკივილი, წონაში დაკლება, კბილების ჩამოცვენა, კანქვეშა და მიმდებარე კუნთების სისხლჩაქცევები. ძველ დროში ხშირი იყო მეზღვაურების სიკვდილიანობა სურავანდის მიზეზით გემით ხანგრძლივი მოგზაურობისას. სურავანდის გამომწვევი მიზეზის გამოკვლევის შემდეგ მოგზაურობაში მიმავალი მეზღვაურებს C ვიტამინის ყოველდღიური ნორმის უზრუნველყოფისათვის თან მოჰქონდათ ციტრუსების მარაგი.

D ვიტამინი შედის ვირთევზას ღვიძლის ქონში, შებოლილ ქაშაყში, სარდინში, კვერცხში, რძეში. ადამიანის კანს შეუძლია D ვიტამინის გამომუშავება მზის სინათლეზე, ამიტომ მას მზის ვიტამინსაც უწოდებენ. D ვიტამინის ნაკლებობა იწვევს რაქიტს. რაქიტი ვითარდება ბავშვებში, რომლებიც ვერ ღებულობენ საკმარისი რაოდენობით D ვიტამინს. რაქიტის სიმპტომებია უძილობა, მოუსვენრობა, ქვედა კიდურების ძვლის გამრუდება. მოზრდილებში D ვიტამინის ნაკლებობა იწვევს ოსტეომალაციას, რომლისთვისაც დამახასიათებელია ძვლების დარბილება. D ვიტამინი კალციუმთან ერთად განაპირობებს ძვლებისა და კბილების სიმტკიცეს.

E ვიტამინი, იგივე ტოკოფეროლი, ცხიმში ხსნადი ვიტამინია. მას შეიცავს ხორბალი, სოიო, სიმინდი, მზესუმზირა, მიწის თხილი, ნიგოზი, მცენარეთა თესლები და მცენარეულ ზეთები. E ვიტამინის ნაკლებობა იწვევს გაღიზიანებადობას, შარდის შეკავებას, ანემიას. E ვიტამინის ნაკლებობამ მოზრდილებში შეიძლება გამოიწვიოს მოდუნებულობა, აპათია, სუსტი კონცენტრაცია, გაღიზიანებადობა, კუნთების სისუსტე. თუმცა დიდი რაოდენობით E ვიტამინის მიღებაც საზიანოა. მისმა სიჭარბემ შესაძლოა გამოიწვიოს გულისრევა, კუჭის აშლილობა, კუნთების სისუსტე, სისხლის წნევის მომატება, გულისცემის აჩქარება.

K ვიტამინის შემცველი საკვებია ყვავილოვანი კომბოსტო, სატაცური, სალათი, ისპანახი, პომიდორი, საქონლის ღვიძლი, ხორცი, კარტოფილი. K ვიტამინის ნაკლებობამ შესაძლოა გამოიწვიოს კუჭიდან, ნაწლავებიდან სისხლდენები. ჭარბი რაოდენობით ვიტამინების მიღებამ შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ჯანმრთელობას. ამიტომ დაუშვებელია ვიტამინებით თვითნებური მკურნალობა სპეციალისტის რჩევისა და ექიმის რეკომენდაციის გარეშე. დღეისათვის აფთიაქებში უხვადაა სინთეზური პოლივიტამინური პრეპარატები. თუმცა ვიტამინების ჭეშმარიტ საწყობებად შეიძლება ჩაითვალოს საყოველთაოდ ცნობილი მცენარეები: ქაცვი, ასკილი (ჩემპიონია ასკორბინის მჟავის შემცველობით), ლიმონურა, გარგარი (დადგენილია რომ 100 გრ გარგარი ისეთივე ეფექტს ახდენს სისხლისწარმოქმნაზე, როგორსაც 250 გრ უმი ღვიძლი). ასევე სასარგებლოა კოწახურის, ნაძვის წიწვის, ჭინჭრის, ცირცელის ნაყოფების, ვარდკაჭაჭას ძირების წყლიანი ექსტრაქტების მიღება. ვიტამინებით მდიდარია შავი მოცხარი, სტაფილოს წვენი, ბაბუაწვერას ფოთლები და ციტრუსების ნაყოფები.



ბუნებრივი ვიტამინების წყაროა შემდეგი მცენარეული ნაკრებები:

1.

ჭინჭრის ფოთლები

ასკილის ნაყოფები

შავი მოცხარის ნაყოფები

სტაფილოს ძირები

აიღებენ 2 სუფრის კოვზ თანაბარი რაოდენობებით ჩამოთვლილი მცენარეების ნარევს დაასხამენ 2 ჭიქა მდუღარეს, დააყენებენ 30 წთ, გაწურავენ. ღებულობენ ნახევარ ჭიქის ოდენობით 4 –ჯერ დღეში, როგორც პოლივიტამინურ საშუალებას

2.

ასკილის ნაყოფი 200გრ

შავი მოცხარი ნაყოფები 100 გრ

ცირცელი ნაყოფები 200გრ

სტაფილოს ძირები 150 გრ

მარწყვის ფოთლები 50 გრ

აურევენ ამას ყველაფერს, დაასხამენ 50 გრ ნარევს 400 მლ მდუღარეს, დააყენებენ 10 წთ, სვამენ როგორც ჩვეულებრივ ჩაის. სასმელი განსაგუთრებით სასარგებლოა ადრე გაზაფხულზე ახალი ხილისა და ბოსტნეულის შემოსვლამდე.

წყარო: kveba.ge

კატეგორია: სხვადასხვა | ნანახია: 1519 | დაამატა: natia | ტეგები: ცოტა რამ ვიტამინების შესახებ კვების | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: