ცხვრის მოხრაკული გულ-ღვიძლი კვერცხით
მასალა:
ცხვრის
გულ-ღვიძლი, ფილტვი 1 კგ.
ხახვი 3-4 თავი
კვერცხი
3-4ც.
პილპილი
და მარილი გემოვნებით.
მომზადება:
ცხვრის
გულ-ღვიძლი და ფილტვი გავრეცხოთ, დავკეპოთ წვრილად, დავუმატოთ ძალიან წვრილად დაკეპილი ხახვი, პილპილი, მარილი, კარგად გათქვეფილი 2-3 კვერცხი, ერთმანეთში ავურიოთ და მოვათავსოთ ერბომოსხმულ ცხელ ტაფაზე. როცა ერთი მხარე შეიწვება, გადავაბრუნოთ და შევწვათ მეორე მხარეც.
|