ცხვრის ხორცის სუპი მაწვნით
მასალა:
ცხვრის
ხორცი 1 კგ.
ხახვი 3 თავი
პომიდორი 500გრ.
კარტოფილი 500გრ.
სტაფილო 3ც.
ქინძი 50გრ.
მწვანე
ცხარე წიწაკა 1ც.
ნიორი 1-2 კბილი
მაწონი 200გრ.
მარილი
გემოვნებით.
მომზადება:
ხახვი
გავასუფთავოთ,
დავჭრათ წვრილად, პომიდორი გავასუფთავოთ კანისგან და წვრილად დავჭრათ, კარტოფილი გავასუფთავოთ და დავჭრათ კუბიკებად, სტაფილო დავჭრათ მრგვალად. ცხვრის ხორცი გავრეცხოთ, დავჭრათ კუბიკებად, დავასხათ 2 ლიტრი წყალი, მივიყვანოთ ადუღებამდე, ვხარშოთ ხორცი ნახევარდთავდახურულ
ჭურჭელში
1 საათი, პერიოდულად მოვქაფოთ. მოხარშული ხორცი ამოვიღოთ და შევწვათ ზეთში ხახვთან ერთად, ოქროსფერი ფერის მიღებამდე და ისევ მოვათავსოთ ბულიონში. როდესაც ბულიონი ადუღდება, დავუმატოთ მომზადებული ბოსტნეული და ვხარშოთ დაბალ ტემპერატურაზე
10–15 წუთი,
შემდეგ დავუმატოთ წვრილად დაჭრილი ქინძი და წიწაკა, ვხარშოთ 5–6 წუთი. ნიორი დავნაყოთ, დავუმატოთ მარილი, მაწონი და კარგად ავურიოთ. სუპი სუფრაზე მივიტანოთ ცხლად, თითოეულ თეფშზე მოვათავსოთ 1–2 ს/კ. მაწონი ნივრით.
|