![](/3/412.jpg)
ცხვრის ხორცის სუპი ბარდით და ტყემლით
მასალა:
ცხვრის
ხორცი რბილობი 1 კგ.
მწვანე
ბარდა 300გრ.
წითელი
ტყემალი 200გრ.
ხახვი 1 თავი
ქინძი,
ოხრახუში,
მწვანე ცხარე წიწაკა და მარილი გემოვნებით.
მომზადება:
მწვანე
ბარდას დავასხათ ცივი წყალი და გავაჩეროთ 8–12 საათი. ხორცი გავრეცხოთ, დავჭრათ პატარა კუბიკებად, დავასხათ 2 ლიტრი წყალი, ავადუღოთ, ვხარშოთ 20 წუთი პერიოდულად მოვქაფოთ. შემდეგ დავუმატოთ მომზადებული ბარდა, წვრილად დაჭრილი ოხრახუში და ვხარშოთ 1 -1,5 საათი. ტყემალი ჩავყაროთ ცხელ წყალში, დავახუროთ თავზე, გავაჩეროთ 15–20 წუთი და გავცხრილოთ. ხახვი დავჭრათ წვრილად და შევწვათ ზეთში ოქროსფერი ფერის მიღებამდე, შემდეგ დავუმატოთ მომზადებული ტყემალი და გავაცხელოთ მასა დაბალ ტემპერატურაზე 2–3 წუთი. ქინძი და წიწაკა გავრეცხოთ და დავჭრათ წვრილად. ხორციან მასას დავუმატოთ ხახვის და ტყემალის მასა, მწვანილი და წიწაკა, მოვაყაროთ მარილი, ვხარშოთ სუპი დაბალ ტემპერატურაზე 5–6 წუთი. სუფრაზე გავიტანოთ ცხლად.
|