ცხვრის ხორცი კომშით
მასალა:
ცხვრის
ხორცი 500გრ.
კომშის
4ც.
ხახვი
4 ც.
დაფქვილი
შავი პილპილი და მარილი გემოვნებით.
მომზადება:
ცხვრის
ხორცი დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად, ავურიოთ ნახევარმთვარისებურად
დაჭრილი ხახვი. კანგაცლილი და გულამოჭრილი კომში დავჭრათ ოთხ ნაწილად. მოვთუშოთ ხორცი და ხახვი ღრმა ქვაბში 10–15 წუთის განმავლობაში ისე, რომ არ დავუმატომ წყალი და ზეთი. შემდეგ ხორცის ზედაპირზე მოვათავსოთ დაჭრილი კომში, დავასხათ 1/2 ჭიქა წყალი. ხორცს და კომშს მთლიანად უნდა ფარავდეს წყალი. ვთუშოთ თავდახურული 30 წუთის განმავლობაში, სანამ კომში არ გახდება რბილი. მომზადებამდე 5 წუთით ადრე მოვაყაროთ მარილი და პილპილი. გავაფორმოთ მწვანილით და სუფრაზე მივიტანოთ ცხლად.
|