![](/2/386.jpg)
ცხვრის ხორცი კომშით
მასალა:
ცხვრის
ხორცი (რბილობი, ცხიმიანი) 1 კგ. ხორცი
კომში
800გრ.
ხახვი
3–4 თავი
ერბო
2 ს/კ.
ქინძი
1 კონა
ნიორი
5–6 კბილი
დარიჩინი
ცოტა
მარილი
გემოვნებით.
მომზადება:
ცხვრის
ხორცი დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად, დავასხათ ცხელი წყალი ისე რომ მთლიანად ფარავდეს ხორცს, დავდგათ გაზქურაზე, ავადუღოთ, პერიოდულად მოვხადოთ ქაფი, ვხარშოთ მომზადებამდე დაახლოებით 1 საათი. ქვაბში გავადნოთ ერბო, დავამატოთ მრგვალად დაჭრილი ხახვი და შევბრაწოთ დაბალ ტემპერატურაზე დარბილებამდე. კომში გავასუფთავოთ კანისგან და გულისგან, დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად, დავამატოთ ხახვიან ქვაბში და ვთუშოთ 5 წუთი. კომშიან–ხახვიან ქვაბში ჩავასხათ ცხვის ხორცის ბულიონის ნახევარი, ავურიოთ და გავაჩეროთ გაზქურაზე კომშის დარბილებამდე, დაახლოებით 30 წუთი, მომზადების შემდეგ ჩავასხათ ხორციან ქვაბში, დავამატოთ წვრილად დაჭრილი ქინძი, დანაყილი ნიორი, მოვაყაროთ ცოტა დარიჩინი, მარილი და ვხარშოთ დამატებით 5 წუთი. შემდეგ გადმოვდგათ გაზქურიდან და სუფრაზე გავიტანოთ ცხლად.
|