მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
სამზარეულო
საიტის მენიუ
ძებნა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
ქართული სამზარეულო [39]
ხორციანი კერძები [200]
თევზის კერძები [35]
რძის ნაწარმი [39]
ბოსტნეული/ფხალეული [138]
ფქვილეული/ბურღულეული [130]
საწებლები/სოუსები [50]
მწნილები/მარინადები [46]
მურაბები/ჯემები [97]
უცხოური სამზარეულო [45]
ცხოველის ხორცის კერძები [60]
ფრინველის ხორცის კერძები [63]
თევზის კერძები [58]
ბოსტნეული/ფხალეული [69]
სალათები [97]
ფქვილეული/ბურღულეული [71]
პიცები/ბუტერბროდები [96]
სამარხვო კერძები [144]
ტკბილეული [201]
ნამცხვრები [72]
ტორტები [84]
სასმელები [12]
კოქტეილი [4]
ლიქიორი [26]
ყავა [41]
ჩაი [39]
სხვადასხვა [306]
ჩანაწერების არქივი
კალენდარი
«  აგვისტო 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასეთ საიტი
სულ პასუხი: 1366
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 22
სტუმარი: 22
მომხმარებელი: 0
......
...........
მთავარი » 2011 » აგვისტო » 23 » ცხენისწაბლა
21:54
ცხენისწაბლა


ცხენისწაბლა

 

ცხენისწაბლა – Aesculus Hippocastanum L., ცხენისწაბლასებრთა – Hippocastanaceae ოჯახს მიეკუთვენება. 30 მ-მდე სიმაღლის, განიერი, ფართო, ხშირტოტებიანი ვარჯით. ხეა, ხშირი ვარჯითა და მუქი ნაცრისფერი ქერქით. ახალგაზრდა ტოტები მოყვითალო-ყავისფერია. ფოთლები შიშველია, 25 სმ დიამეტრის, 2-7 თათისებრ-რთული, გრძელყუნწიანი. ფრთართულ ფოთოლში 5-7, მჯდომარე, უკუკვერცხისებრი ფორმის, წამახვილებული, ფუძესთან სოლისებრ-შევიწროებული, კიდეებზე ხერხკბილა ფოთოლაკია. ზედა მხრიდან მუქი მწვანეა, ნაოჭებიანი, ქვედა მხრიდან უფრო ღია ფერისაა. ახალგაზრდა ფოთლები ძარღვების გასწვრივ ჟღალი ფერის ბეწვებითაა. ყვავილები საგველა პირამიდულ ყვავილედშია შეკრებილი, ყვავილები სიგრძით 20-30 სმ აღწევს, ფურცელგანცალკევებულია, ზიგომორფული, სწორმდგომი, ზარისებრი ჯამით. ფერად თეთრია, წითელი ლაქებით. ნაყოფი 3-საგდულიანი პრიალა კოლოფია, მწვანე, სფეროსებრი 6 სმ-მდე დიამეტრის, 1 ყავისფერი თესლით. ყვავილობს აპრილ-ივნისში, ნაყოფი მწიფდება სექტემბერ-ოქტომბერში. ცხენისწაბლას სამშობლოა ბალკანეთის ნახევარკუნძული.დეკორატიული მიზნით კულტივირებულია ევროპასა და შუა აზიაში. საქართველოში ბუნებრივად არ იზრდება, მაგრამ, ფართედაა გავრცელებული ქალაქგამწვანების სისტემაში. მიუხედავად ფართო გავრცელებისა, ფარმაცევტული მრეწველობისათვის აუცილებელია მისი პლანტაციის გაშენება, რადგან გზის პირებზე და დიდ ქალაქებში ნაშენი ცხენისწაბლის ნაყოფი ეკოლოგიურად მიუღებელია. ცხენისწაბლის გამრავლება და თესლი საქართველოში პრობლემური არაა. ძირითადი ოფიცინალური ნედლეულია ცხენისწაბლას თესლი – Semen Hippocastani, თუმცა დაშვებულია ცხენისწაბლას ფოთლის გამოყენებაც. თესლი დამწიფების შემდეგ მიწაზე ცვივა და სწრაფად აგროვებენ. შლიან ცალფენად და აშრობენ 3–4 კვირის მანძილზე. თესლის ფარმაკოპეული აღწერა [9]–დან: "სამკურნალო ნედლეული-თესლები არასწორი სფეროსებრია, ოდნავ შეჭყლეტილი, 2-4 სმ დიამეტრის, ერთი მხრიდან – ბრტყელი. თესლის კანი მაგარია, პრიალა, მუქი-ყავისფერი, ფუძესთან ემჩნევა ნაცრისფერი დიდი ლაქა. თესლი უსუნოა, გემო მომწარო-ძელგი.” ფოთლებს ამზადებენ მაისიდან სექტემბრის ბოლომდე. ფოთლებს კრეფენ ყუნწებიან ისე, რომ ტოტები არ დააზიანონ. აშრობენ თხელ ფენად ჩრდილში, კარგი აერაციის პირობებში. მზა ნედლეულის ყუნწები მოღუნვისას იმტვრევა.ფოთლები შრობის შედეგად იჭმუჭნება და იხვევა. მწვანე ფერს უინაჩუნებს. სასიამონო, სუსტი სუნი აქვს. გემო – ოდნავ ძელგი. იშვიათად ამზადებენ ქერქსაც. ნივთიერებათა მონაცემთა ბაზაში ცხენისწაბლზე გაწერილია შემდეგი ნივთიერებები და ნივთიერებათა ჯგუფები: ამინომჟავები, გლუკოზა, გლუკურონის მჟავა, ესცინი, კაროტინოიდები, კემფეროლის ბი- და ტრიოზიდები, მეტოქსი- კუმარინები, მთრთილავი ნივთიერებები, მწარე ნივთიერებები, ოქსი- კუმარინები, პექტინური ნივთიერებები, სახამებელი (50%), ცხენისწაბლისაგან ამზადებენ დესკუზანს, ესკუზანს, ესქობულტს, ვაზოტონინს, ვენოგალს, ვენოსტაზინს. მცენარის თესლებიდან ღებულობენ წყლიან ექსტრაქტს – ესკუზანს, ვენიტანს, ესფლაზიდს. იგი შეიცავს ესცინსა და ფლავონოიდებს. ესცინი ხასიათდება სისხლძარღვთა გამაფართოებელი და კარდიოტონური მოქმედებით. ესცინი გამოიყენება თრომბოზების პროფილაქტიკის საშუალებად. ხმარობენ ბუასილის დროსაც. ცხენისწაბლას პრეპარატები გამოიყენება თრომბოზების, ტრავმის შემდგომი შეშუპებების თავიდან ასაცილებლად. ეფექტურად მოქმედებს ვენების ვარიკოზული დაავადების დროს. ხალხურ მედიცინაში იყენებენ მისი ყვავილების ახალ წვენს (25 წვეთი 2-3-ჯერ დღეში). ცხენისწაბლას ქერქის წყლიანი ნაყენი იხმარება ფაღარათის საწინააღმდეგოდ, ნაწლავების ანთების დროს ითვლება საუკეთესო სამკურნალო საშუალებად. საშვილოსნოდან და ბუასილის სისხლის დენის დროს ხმარობენ მოხალული ნაყოფისაგან დამზადებულ ფხვნილებს. ნაყენის მოსამზადებლად 50 გრ ყვავილს ან ნაყოფს ასხამენ 0,5 ლ 50 გრადუსიან არაყს. იღებენ 30-40 წვეთს 3-4-ჯერ დღეში ჭამის წინ, 3-4 კვირის განმავლობაში. თანამდევ მარკეტინგულ ნიშას ჩვენ ამჟამად ვერ ვხედავთ. ნაყოფს, ისიც მხოლოდ კანგაცლილს, ჭამს მხოლოდ ღორი და თხა. მიუხედავადა ამისა, ცხენისწაბლის პლანტაცია, როგორც სამკურნალო მცენარეთა წარმოების ინფრასტრუქტურის ელემენტი, შეიძლება მომგებიანი აღმოჩნდეს.

წყარო: medgeo.net

კატეგორია: სხვადასხვა | ნანახია: 1773 | დაამატა: natia | ტეგები: ცხენისწაბლა | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: