ცხელი მეგრული კუჭმაჭი
მასალა:
3 გულღვიძლზე (გოჭის გულ-ღვიძლი,
არა ბურვაკის)
1 კგ. ხახვი
4-5 კბილი ნიორი
1-2 კონა ქინძი
1-2 კონა ქონდარი
2-3 დაფნის ფოთოლი
2-3 ჭიქა კარგი წითელი ღვინო
3-4 მწიფე ბროწეულის მარცვალი
დანარჩენი გემოვნებით.
მომზადება:
გაასუფთავეთ,
ნაღველი მოაჭერით და გადააგდეთ, გარეცხეთ დაჭერით წვრილად, ჩაუშვით ქვებში, ცოტა მარილი მოაყარეთ (რომ ხარშვის პროცესში არ დაიშალოს) და შუშეთ თავისსავე წყალში (გარედან წყალი არც ერთ ეტაპზე არ დაამატოთ). წყლის ამოშრობა უნდა დაემთხვას ხორცის დარბილებას, ამიტომ შუშეთ ძალიან ნელ ცეცხლზე. თუ ამოშრა წყალი, დაუმატეთ წითელი ღვინო. რომ მოშუშდება, დაუმატეთ ძალიან ცოტა კარაქი, ჩაყარეთ დაჭრილი ხახვი, და ახლა უკვე ხრაკეთ, სანამ ხახვი იქნება მზად. მერე დაუმატეთ სურნელოვანი პილპილი, 4-5 კბილი წვრილად დაჭრილი ნიორი, დაფნის ფოთოლი, ქინძი, ქონდარი, წითელი და შავი წიწაკა, მარილი. წიწაკა იმდენი უნდა დააყაროთ, რომ გამოვიდეს ცხარე. მე არ უმატებ, თქვენ კი შეგიძლიათ ცოტა უცხო სუნელიც დაამატოთ. თითქმის რომ მზად იქნება კერძი, დაუმატეთ ბროწეულის მარცვლები,1-2
ჭიქა კარგი წითელი ღვინო და აცადეთ წამოდუღება. თუ კონსისტენცია თხელი გამოგივიდათ, ახადეთ ხუფი და ამოშრობა აცადეთ სანამ თქნენთვის სასურველ კონდიციამდე მიიყვანთ.
|