ცივი ყავა ნაყინით
მასალა:
უნალექო
ყავა 1 ჩ/კ.
შაქარი 2 ჩ/კ.
წყალი საჭიროებისამებრ
ნაყინი 1 ს/კ.
მომზადება:
შაქარი
და უნალექო ყავა ჩავყაროთ მაღალ ჭიქაში, დავუმატოთ ცოტა წყალი. კარგად ავთქვიფოთ ყავის სათქვეფით. დავამატოთ ცივი წყალი. სულ ბოლოს დავუმატოთ ვანილის ნაყინი. (სურვილისამებრ შესაძლებელია მოვაყაროთ დაფხვნილი შოკოლადი, ცოცხალი მარწყვი, ჟოლო და ა.შ.).
|