ცერცვი
ერთწლიანი
ბალახოვანი
მცენარეა 20-150 სმ სიმაღლისა. აქვს რთული და წამახვილებული ფოთლები. ყვავილები ცოცხისებურია, თეთრი, სუსტი სურნელით. ნაყოფი ცილინდრული და გაბერილი პარკია, თესლები - ოვალური. ყავილობს მაის-ივნისში. სამკურნალოდ იყენებენ ყვავილებსა და თესლს, რომლებიც შეიცავს სახამებელს, ნახშირწყლებს, სხვადასხვა ცილებს, უჯრედისს, ფერმენტებს. მცენარეს აქვს შარდმდენი, შემკვრელი, ანთების საწინააღმდეგო თვისებები. აჩქარებს ჭრილობების შეხორცებას.
|