წითელი მუხუდოს მუკაშარი
მასალა:
მუხუდო ან ცერცვი 250გრ.
დანაყილი ნიგოზი 25გრ.
ხახვი 2 თავი
ქინძი 1 ძირი
მომზადება:
წითელი მუხუდო დაარჩიეთ და ხელსაფქვავით დაღერღეთ; დაღერღილი მუხუდო
მოხარშეთ და ხახვი დააჭერით. კარგად რომ ჩაიხარშება, დანაყილი ნიგოზი დაამატეთ,
მარილით შეაზავეთ; ქინძი წვრილად დაჭერით და მოაყარეთ. თუ წყალი დააკლდეს, იმდენი
დაამატეთ, რომ ძალიან არ გათხელდეს.
|