წვრილი (სამოთხის) ვაშლის მურაბა
მასალა:
ვაშლი 1კგ.
შაქარი 1,5კგ.
წყალი 2 ჩ/ჭ.
მომზადება:
ვაშლები
გადავარჩიოთ,
პატარა ყუნწები დავუტოვოთ, წვრილი ჩხირით აქა-იქ დავჩხვლიტოთ, ჩავყაროთ ჯამში, დავასხათ მდუღარე წყალი და ასე გავაჩეროთ 10-15
წუთი. შაქრითა და წყლით მოვადუღოთ სიროფი, ჩავყაროთ გაციებული ვაშლი და მოვხარშოთ ჩვეულებრივი წესით. მურაბა მზად იქნება, როცა ვაშლი და სიროფი გამჭვირვალე, ქარვისებური გახდება.
|