წყავი (რწყავი)
წყავი
– Laurocerasus officinalis M. Roem. (=Prunus Laurocerasus L), ვარდისებრთა
– Rosaceae ოჯახს მიეკუთვნება. 8 მეტრამდე სიმაღლის მარადმწვანე ხე ან ბუჩქია. დაფარულია მუქი რუხი ქერქით. ფოთლები ყლორტებზე მორიგეობითაა განლაგებული. ფერად ზემოდან პრიალა მუქი მწვანეა,ქვემო მხრიდან უფრო მქრქალი, ტყავისებრი, მოკლეყუნწიანი, ელიფსური ფორმის, კიდეები ზიგჯერ არაღრმად დაკბილული აქვს. სიგრძეში 20 სანტიმეტრს აღწევს. მთავარი ძარღვის ფუძესთან 2-4 ჯირკვალია განთავსებული. ფოთლებს დამახასიათებელი
სუნი და მწარე გემო აქვთ. ყვავილები მტევნებადაა შეკრებილი და წინა წლის ფოთლების იღლიებშია განთავსებული, სურნელოვანია, მსხვილი, თეთრი, ძირთან უფოთლო. ნაყოფი მომრგვალო-კვერცხისებრია, კურკიანია, შავი, ხორცოვანი, ოდნავ ძელგი წვნიანი რბილობით. საქართველოში გავრცელებულია აფხაზეთში, სვანეთში, რაჭა-ლეჩხუმში, სამეგრელოში, იმერეთში, აჭარაში, სამაჩაბლოში, ქართლში, კახეთში, ზღვის დონიდან 2400 მ სიმაღლემდე. უფრო მეტად– დასავლეთ საქართველოში. ველურად უმეტესად გვხვდება ქვეტყის სახით წიფლნარ და ნაძვნარ-სოჭნარ ტყეებში. აჭარა–გურიაში ფართოდაა კულტივირებული, როგორც დეკორატიული და სამკურნალო მცენარე. ხშირად რგავენ ღია ცის ქვეშ მოწყობილ მარნების თავზეც, რადგან მარადმწვანეა, კარგ ჩრდილს იძლევა და არ აზიანებს ქვევრებს. ოფიცინალური ნედლეულია წყავის ფოთოლი – Folium
Laurocerasi ხალხური
მედიცინა სამკურნალო თვისებებს მიაწერს ნაყოფსაც. ფოთლების შეგროვება ნებისმიერ დროს შეიძლება. ჩრდილში იოლად შრება. წარმოება ძირითადად ნედლ ფოთლებს იყენებს. ფოთლების დამზადებისას გათვალისწინებულ
უნდა იქნეს შემკვეთის მოთხოვნები შემადგენლობაზე.
შემკვეთი შეიძლება ორიენტირებული იყოს ფლავონოიდების ან კატექინების შემადგენლობაზე.
- თუკი შემკვეთი ორიენტირებულია ფლავონოიდებზე ფოთლები თებერვალში უნდა დაიკრიფოს;
– თუკი ორიენტირებულია კატექინებზე – აპრილში. ნივთიერებათა მონაცემთა ბაზაში წყავის ფოთოლზე გაწერილია შემდეგი ნივთიერებები და ნივთიერებათა ჯგუფები: β-სიტოსტერინი, ამიგდალინი, ბენზალდეფიდი, ეთეროვან ზეთი, მთრთილავი ნივთიერებები, პრულაურაზინი, პრუნაზინი, სტეროიდები, სტიგმასტერინი, ტრიტერპენოიდები, ფენოლკარბონის მჟავები, ციანწყალბადმჟავა. ,,საქართველოში მოზარდი წყავის ფოთლებიდან და ნაყოფებიდან გამოყოფილი და იდენტიფიცირებულია
(+)-კატექინი,
(-)-ეპიკატექინი,
ლეიკოციანიდინისა
და (+)-კატექინის დიმერი; ლეიკოციანიდინისა
და (-)-ეპიკატექინის ტრიმერი; ფლავონოიდებიდან
ქვერცეტინი,
კემფეროლი,
მათი გლიკოზიდები, ჰიპერინი, პეონიდინი, ციანიდინი”. წყავის სპეციალური პლანტაციის გაშენების პერსპექტივას ამ ეტაპზე ვერ ვხედავთ, მაგრამ კომპლექსური ფარმაკობოტანიკური
მეურნეობის
კომპლექსში
გარკვეული
რაოდენობის
გაშენებით,
სპეციფიკური
ნიშის ათვისება შეიძლება. ძირითადად, აშენებენ ნამყენ ნერგებს მრავლდება კურკით. ფოთლებისაგან ამზადებენ ე.წ. "წყავის წყალს”. წყავის წყალი მზადდება ნედლი ფოთლებისაგან. მასზე აყენებენ თბილ წყალს და ხდიან. მასში ციანწყალბადმჟავას
მინიმალური
შემცველობა 0,1% უნდა იყოს.
"ჰომეოპათიაში იყენებენ ეპილეფსიის, ტუბერკულოზის, ყივანახველას საწინააღმდეგოდ. დადგე ნილია ფოთლებში არსებული ფიტონციდების პროტისტოციდული და ანტივირუსული
აქტივობა.
- წყავის წყალს გამაყუჩებელ საშუალებად ხმარობენ.
- იყენებენ წამლების გემოს გასაუმჯობესებლადაც.
- ნედლ ნაყოფს აქვს შემკვრელი მოქმედება.
- წყავის ნაყოფსა და მურაბას
ხალხი გულის სამკურნალო თვისებებსაც მიაწერს.
იყენებენ
ნედლად და მურაბების სახით. დეკორატიული, მარადმწვანე მცენარეა.
წყარო:
medgeo.net
|