წმინდა ღვინო
იტალიელთა
სადღესასწაულო
სუფრას ყოველთვის ამშვენებდა ჩამიჩის ღვინო. ისეთ მნიშვნელოვან რელიგიურ რიტუალებზე, როგორიცაა ნათლობა, კონფირმაცია, ჯვრისწერა - სტუმრებს აუცილებლად ჩამიჩის ღვინით უმასპინძლდებოდნენ.
ალბათ, მომენტის იდუმალების ხაზგასასმელად:
"ვინსანტო"
ხომ სიტყვასიტყვით
"წმინდა
ღვინოს"
ნიშნავს. ეს უძვირფასესი და საკმაოდ იშვიათი სასმელი წარსულში გარკვეული კეთილდღეობის სიმბოლოდ მიიჩნეოდა, რადგან მისი წარმოება დიდ ხარჯებთან იყო დაკავშირებული. ასეა დღესაც. მის დაძველებას არაერთი წელიწადი სჭირდება, თუმცა, ამის მიუხედავად, იტალიაში იშვიათად მოიძებნება გლეხი, სხვენში რამდენიმე კასრი ჩამიჩის ღვინო რომ არ ჰქონდეს. XIX საუკუნეში ვინსანტოს თითქმის ყველა გლეხი აყენებდა. ბუნებრივად ჩნდება კითხვა: რატომ ხარჯავდა გლეხი ამდენ ენერგიას და ფულს ისეთ ღვინოზე, რომელსაც არასოდეს გაყიდდა. პასუხი მარტივია: ტოსკანაში ვინსანტოს სტუმართმოყვარეობის
სინონიმად
მიიჩნევდნენ.
თუ გლეხს საკუჭნაოში
"ფიასკო"
ან ჩვეულებრივი ჩამიჩის ღვინის ბოთლი მაინც არ ჰქონდა გადანახული, ან სიღარიბის ზღვარზე იმყოფებოდა, ან სტუმარმასპინძლობის
კანონები არ იცოდა.
წყარო:
avtoradio.ge
|