წიწილა თეთრი ღვინის სოუსით
მასალა:
წიწილა
1ც.
თეთრი
ღვინო 200გრ.
პომიდორი 200გრ.
მწიფე
ტყემალი 5ც.
ხახვი 2 თავი
კარაქი 30გრ.
პიტნა
ან ტარხუნა, დაფქვილი წიწაკა და მარილი გემოვნებით.
მომზადება:
გასუფთავებული,
გარეცხილი
წიწილა დავჭრათ 4 ნაჭრად. მოვაყაროთ მარილი, წიწაკა და შევწვათ ორივე მხრიდან კარაქში, მობრაწვამდე. დავამატოთ წვრილად დაჭრილი ხახვი და ვთუშოთ თავდახურულ მდგომარეობაში
4–5 წუთი.
დავასხათ ღვინო და გავაჩეროთ გაზქურაზე დამატებით 7–10 წუთი, სანამ ღვინო არ განახევრდება. პომიდორი და ტყემალი გავასუფთავოთ და გავატაროთ, მიღებული მასა მოვასხათ წიწილას და ავადუღოთ. სუფრაზე გატანის წინ მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი მწვანილი.
|