მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
სამზარეულო
საიტის მენიუ
ძებნა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
ქართული სამზარეულო [39]
ხორციანი კერძები [200]
თევზის კერძები [35]
რძის ნაწარმი [39]
ბოსტნეული/ფხალეული [138]
ფქვილეული/ბურღულეული [130]
საწებლები/სოუსები [50]
მწნილები/მარინადები [46]
მურაბები/ჯემები [97]
უცხოური სამზარეულო [45]
ცხოველის ხორცის კერძები [60]
ფრინველის ხორცის კერძები [63]
თევზის კერძები [58]
ბოსტნეული/ფხალეული [69]
სალათები [97]
ფქვილეული/ბურღულეული [71]
პიცები/ბუტერბროდები [96]
სამარხვო კერძები [144]
ტკბილეული [201]
ნამცხვრები [72]
ტორტები [84]
სასმელები [12]
კოქტეილი [4]
ლიქიორი [26]
ყავა [41]
ჩაი [39]
სხვადასხვა [306]
ჩანაწერების არქივი
კალენდარი
«  აგვისტო 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასეთ საიტი
სულ პასუხი: 1366
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 15
სტუმარი: 15
მომხმარებელი: 0
......
...........
მთავარი » 2011 » აგვისტო » 26 » წიწაკის მწნილი
12:42
წიწაკის მწნილი


წიწაკის მწნილი

 

მასალა:

10გ. სამწნილე წიწაკა

სიმინდის ფუჩეჩი, ალუბლის ფოთლები

10ლიტრ წყალზე, 1 შეკვრა მარილი.

 

მომზადება:

წიწაკა უნდა გავშალოთ ერთ ფენად და გავაჩეროთ 2-3 დღე, ოდნავ რომ შეჭკნდეს. (გაშალეთ მაგიდაზე, ან იატაკზე დააფინეთ მიტკლის ნაჭერი და მასზე) ამის შემდეგ წიწაკა გარეცხეთ კარგად, მოაჭერით დაზიანებული ყუნწები, ჩაჭერით წვერებთან, ან ყუნწის ძირებთან და ჩააწყეთ ემალის ქვაბში. ფენა-ფენა ჩააყოლეთ სიმინდის ფუჩეჩი და ალუბლის ფოთლები. ზედა ფენა უნდა იყოს სიმინდის ფუჩეჩი. 10ლიტრ ცივ წყალში გავხსნათ ერთი შეკვრა მარილი (არა იოდიზირებული) დავასხათ წიწაკას, დავადოთ სიმძიმე და დავდგათ სიგრილეში. სიმძიმის დასადებად, თუ ქვას გამოიყენებთ, კარგად გარეცხილი შეახვიეთ დოლბანდში ან მიტკლის ნაჭერში. რამდენიმე დღის შემდეგ, როცა კარგად შეყვითლდება და შემჟავდება, გადაიღეთ ქილებში, თან ნაზად ჩატკეპნეთ, ისე არა, რომ წიწაკები გაიხეს, დაასხით თავისივე წვენი, ზემოდან დაადეთ სიმინდის ფუჩეჩი, არ დაინანოთ, რომ წიწაკები უწყლოდ არ დარჩნენ, დააფარეთ პლასმასის ხუფები. ცალკე ჭურჭელში გადაინახეთ მორჩენილი წვენის ნაწილი, რადგან წვენი ნელ-ნელა შეავსებს დარჩენილ ცარიელ ადგილებს და დაბლა დაიწევს. დაამატებთ ამ წვენნაკლულ ქილებს და თავიდან აიცილებთ წიწაკის ზედა ფენის გაშავებას.


დამატებითი ინფორმაცია:

შეგიძლიათ არომატისთვის თავზე დაადოთ ცოტა ხმელი კამა (ეს როცა ქვაბში დებთ მაშინ). ბევრი არ არის სასურველი, რადგან შემდეგ, როცა უკვე თეფშზე ამოგვაქვს მწნილი, მის გაშავებას იწვევს. მე მაგალითად, ერთ ცალ ტოტ გამხმარ კამას მაინც ვადებ თავზე.(მიყვარს კამის არომატი). აქ პირველად ჩავდე წიწაკის მწნილი, რადგან არასდროს შემხვედრია ჩვენებური სამწნილე წიწაკა. ეხლა შემთხვევით ვნახე ეს წიწაკა, მივამსგავსე ჩვენებურს, მართალია ისეთი ყვითელი არ არის, მაგრამ იმედია არ დამაღალატებს. ალუბლის ფოთლები და სიმინდი ფუჩეჩი წიწაკას აყვითლებს.

კატეგორია: მწნილები/მარინადები | ნანახია: 5678 | დაამატა: natia | ტეგები: წიწაკის მწნილი | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: