წითელი მოცვის მურაბა
მასალა:
წითელი
მოცვი 1კგ.
შაქრის
ფხვნილი
750გრ.
დარიჩინი 3გრ.
მიხაკი
1გრ.
მომზადება:
მოცვი
გადავარჩიოთ,
დავყაროთ საწურზე, დავასხათ წყალი, კარგად გავრეცხოთ, მერე დავტოვოთ საწურზე, რომ დაიწრიტოს წყლისაგან; შემდეგ ჩავყაროთ მურაბის ტაშტში, დავაყაროთ შაქრის ფხვნილი, დავდგათ ცეცხლზე და ვხარშოთ. ჭურჭელი ხანგამოშვებით შევანძრიოთ ფრთხილად. როცა ადუღდება, ჩავამატოთ მიხაკი და დარიჩინი და ვხარშოთ, სანამ მოცვი საკმაოდ არ გამოყოფს სიროფს.
|