წითელი მოცხარის პეროგი
მასალა:
ცომი:
200გრ. ფქვილი
50გრ. შაქარი
3 კვერცხის გული
100გრ. კარაქი
50გრ. შაქარი
1 ს/კ რძე.
შიგთავსი:
3 კვერცხის ცილა
100გრ. შაქარი (ან 150 თუ ტკბილი გიყვართ)
300-400გრ. მოცხარი
1ც. ვანილი
1-2ც. ტკბილი ორცხობილა
1 ს/კ. გატარებული ნიგოზი
მომზადება:
ფქვილი და შაქარი შევურიოთ. მივიღოთ ფხვიერი მასა, დავამატოთ კვერცხის
გულები და რძე. მიღებული ცომი შევდგათ მაცივარში 25–30 წუთით. ცილა ავთქვიფოთ
კარგად, დავამატოთ შაქარი. ცილის ნახევარი შევურიოთ მოცხარს, ცომი გავაბრტყელოთ და
ჩავდოთ დაახლოებით 25–26 სმ-იან
გვერდებიან ფორმაში, გამოვაცხოთ 15–20 წუთი. გამოვიღოთ და ძირზე მოვაყაროთ
გატარებული ნიგოზი და ხელით დაფხვნილი ორცხობილა, შემდეგ მოცხარის მასა. თავზე კი
გადავუსვათ დარჩენილი ბეზე და შევაბრუნოთ ღუმელში 20-25 წუთი, სანამ ბეზე
გაოქროსფერდება.
|