წითელი მოცხარის მურაბა
მასალა:
წითელი
მოცხარი 1კგ.
შაქარი
1კგ.
წყალი
0,5 ლ.
მომზადება:
მოცხარი
გავასუფთავოთ,
მოვაცალოთ
წინა და უკანა ნაწილი, გავრეცხოთ ისე რომ არ დავაზიანოთ. ქვაბში ჩავყაროთ მოცხარის ნახევარი, მოვაყაროთ შაქარი, შემდეგ დავამატოთ დარჩენილი მოცხარი და შაქარი. ქვაბი შევარყიოთ დროდადრო, რათა შაქარი თანაბრად განაწილდეს. გავაჩეროთ რამოდენიმე საათი ცივ ადგილას, შემდეგ დავასხათ ნახევარი ჭიქა (ცივი) წყალი და დავდგათ ქვაბი დაბალ ტემპერატურაზე. შაქარი უნდა გადნეს და მურაბამ უნდა დაიწყოს დუღილი. მურაბა დიდი ხანი არ ვადუღოთ, რადგან მოცხარი ჩაიშლება.
|