წითელი ლობიოს ბურთები
მასალა:
წითელი ლობიო 1კგ.
ნიგოზი 1 –1/2 ჭიქა
ნიორი 5-6 კბილი
ოხრახუში 4 ძირი
ხახვი 3 თავი
ზაფრანა 2ჩ/კ.
კარაქი 100გრ.
ქინძი, დაფქვილი წიწაკა და მარილი გემოვნებით.
მომზადება:
ლობიო მოვხარშოთ, ნახარში გადავასხათ, ლობიო კი გავაცივოთ. მოხარშული
ლობიო, ნიგოზთან, ნიორთან, ხახვთან და მწვანილებთან ერთად გავატაროთ, შემდეგ
დავამატოთ ზაფრანა, მარილი წიწაკა და კარგად ავურიოთ, მიღებული მასისგან გავაკეთოთ
პატარა ბურთები, თითოეულ ბურთს გავუკეთოთ პატარა სიღრმე, რომელიც ამოვავსოთ
გამდნარი კარაქით. გავაფორმოთ მწვანილით.
|