
წითელი ჭარხლის ფხალი
მასალა:
წითელი ჭარხლის ფოთოლი 1კგ.
ნიგოზი 100გრ.
ხმელი სუნელები თითო ჩ/კ.
მწვანილი თითო კონა
ძმარი, წიწაკა და მარილი გემოვნებით.
მომზადება:
გარჩეული და გარეცხილი წითელი ჭარხლის ფოთლები ჩავყაროთ მდუღარე
წყალში ისე, რომ ოდნავ იფარებოდეს და მოვხარშოთ. როდესაც მოიხარშება, გავაგრილოთ
და გავწუროთ. გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში ან დავკეპოთ. დანაყილ ნიგოზს შევურიოთ
წმინდად დაჭრილი მწვანილი (ქინძი და კამა), მარილი, წიწაკა და გავხსნათ ძმარში. ეს
საკმაზი შევურიოთ დაკეპილ ჭარხლის ფოთოლს და კარგად ავზილოთ. ზემოდან მოვაყაროთ
ბროწეულის მარცვლები.
|