
წითელი ბულგარული წიწაკა ძმრითა და ზეთით (სამთრისათვის)
მასალა:
წითელი ბულგარული წიწაკა 5კგ.
ზეთი 0,5 ლიტრი
ძმარი 1 ლიტრი
შაქარი 2 ჩ/ჭ.
მარილი 1 ს/კ.
ნიახური 2 კონა
ოხრახუში 1 კონა
ნიორი 200გრ.
დაფნის ფოთოლი 5ც.
შავი პილპილი 10 მარცვალი.
მომზადება:
წითელი ბულგარული წიწაკა კარგად გავრეცხოთ, გავაშროთ, მოვაწყვიტოთ ყუნწი და ამოვაცალოთ თესლი. მწვანილი გავრეცხოთ, გავაშროთ, ნიორთან ერთად დავჭრათ წვრილად. ქვაბში ჩავასხათ ძმარი, ზეთი, ჩავყაროთ მარილი, შაქარი, დაფნის ფოთოლი, შავი პილპილი, მოვურიოთ კარგად, შევდგათ ცეცხლზე და ვადუღოთ. ჩავყაროთ მომზადებული წითელი ბულგარული წიწაკები, რამდენიც ჩაეტევა, რომ ზემოდან სითხით დაიფაროს. 5–10 წუთი ვადუღოთ და ქაფქირით ამოვალაგოთ. ჩავყაროთ შემდეგი ნაწილი და ასე გავიმეოროთ, სანამ წიწაკებს მთლიანად არ მოვხარშავთ ამ სითხეში. წიწაკებში ჩავურიოთ წინასწარ მომზადებული წვრილად დაჭრილი მწვანილი–ნიორთან ერთად. ჩავაწყოთ მინის ქილებში მჭიდროდ, შევინახოთ ნახარში წვენი და 3–4 დღის შემდეგ, როცა წიწაკა შეიშრობს წვენს, დავამატოთ ქილებში, მოვუკრათ თავი და შევინახოთ მშრალ, გრილ ადგილას.
|