მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
სამზარეულო
საიტის მენიუ
ძებნა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
ქართული სამზარეულო [39]
ხორციანი კერძები [200]
თევზის კერძები [35]
რძის ნაწარმი [39]
ბოსტნეული/ფხალეული [138]
ფქვილეული/ბურღულეული [130]
საწებლები/სოუსები [50]
მწნილები/მარინადები [46]
მურაბები/ჯემები [97]
უცხოური სამზარეულო [45]
ცხოველის ხორცის კერძები [60]
ფრინველის ხორცის კერძები [63]
თევზის კერძები [58]
ბოსტნეული/ფხალეული [69]
სალათები [97]
ფქვილეული/ბურღულეული [71]
პიცები/ბუტერბროდები [96]
სამარხვო კერძები [144]
ტკბილეული [201]
ნამცხვრები [72]
ტორტები [84]
სასმელები [12]
კოქტეილი [4]
ლიქიორი [26]
ყავა [41]
ჩაი [39]
სხვადასხვა [306]
ჩანაწერების არქივი
კალენდარი
«  აგვისტო 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასეთ საიტი
სულ პასუხი: 1366
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 11
სტუმარი: 11
მომხმარებელი: 0
......
...........
მთავარი » 2011 » აგვისტო » 23 » წიფელი
21:41
წიფელი


წიფელი

 

წიფელი-Fagus orientalis (ხალხ,:წიფური,წიფრა)წითლისებრთა ოჯახიდანაა. ჩვენი ტყეების ერთ-ერთი ძირითადი სახეობაა.იზრდება 30-50 -დე ,ყვავის აპრილში, შეიძლება  გაზაფხულზე ახალგაზრდა ხეების ახალი გაშლილი ფოთლებისა და ყლორტების  ჭამა.მომჟავოა, შეიცავს ცხიმმჟავას,კაროტინს,ფლავანოიდებს, ვიტ.C და E, ააქტიურებს კუჭ-ნაწლავის მოქმედებას და წმენდს მას. შემოდგომაზე სექტემბერ-ოქტომბერში ჭამენ ნაყოფს-წიწიბოს (ოფოფას), რომელიც შეიცავს: ცხიმს, ცილას, ფისს და შხამიან ნივთიერებას-ფაგინს. მკურნალობენ  ჭიით დაავადებულ ადამიანებსა და პირუტყვს. ამზადებენ  ბუთილის სპირტს,  აცეტონს და ცხიმს. 7-10 (20) სმ სიგრძის, ტოტებზე მორიგებიოთ განლაგებული ელიფსური ფოთლები ზემოდან მუქმწვანე და შიშველია, ქვემოდან ღია მწვანე და ძარღვებშებუსვილია. ფოთლის ფირფიტის ფუძე სოლისებრადაა შევიწროებული, ბოლოში კი წაწვეტებულია, კიდემთლიანია ან ნაპირები ტალღისებურია. ერთსახლიანი მცენარე სქესგაყოფილი ყვავილებით, მდედრობითი ყვავილიდან 2-3 წახნაგოვანი ნაყოფი, .. წიწიბო ვითარდება. ნაყოფის ბუდე გარედან ჯაგრისებრი გამონაზარდებითაა დაფარული, მომწიფებისას ოთხი საგდულით იხსნება და წიწიბოები ცვივა. 1000 ცალი წიწიბო დაახლოებით 285 იწონის. ყვავის მაის-ივნისში, ნაყოფი სექტემბერ-ოქტომბერში მწიფდება. მთელი საქართველოს ტყეების 50 პროცენტამდე წიფელზე მოდის, იგი ფართოდაა გავრცელებული როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოში. მაღალი წარმადობის კორომებს ზღვის დონიდან 600-1200 სიმაღლეზე ქმნის. მთაში 2300 მეტრამდეც გვხვდება, .. ტანდაბრეცილი ტყის სახით ანუ სუბალპური ტყის სახით.


წიფლის მერქანს ფრიად ფართო გამოყენება აქვს მშენებლობასა და საავეჯო წარმოებაში, აგრეთვე ქიმიურ მრეწველობაში. წიფლის მერქნის მშრალად გამოხდით იღებენ კუპრს, ხოლო კუპრისაგან კრეოზოტს, რომელსაც ანტისეპტიკური თვისებები გააჩნია, წიწიბო 30-50 პროცენტ ცხიმსა და 20 პროცენტზე მეტ ცილებს შეიცავს. მათ საკვებად იყენებენ, განსაკუთრებით მოხალულ მდგომარეობაში, მაგრამ არსებობს ცნობები მათ ტოქსიკურობაზე, ამიტომ საჭიროა სიფრთხილე მისი საჭმელად გამოყენებისას. საერთოდ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ბევრი წიწიბოს ჭამა საზიანოა ორგანიზმისათვის. წიწიბოსაგან მიღებული ზეთი საუკეთესო გემოსია და საჭმელად გამოიყენება. წიწიბო შესანიშნავია ღორის საკვებად. ახალგაზრდა შეფოთლილ ტოტებს ჭრიან და ახმობენ (მწვანე ნეკერი) როგორც ვიტამინიზებულ საკვებს მსხვილფეხა საქონლისათვის. მედიცინაში წიფლის მერქნისაგან მიღებული კრეოზოტი გამოიყენება როგორც გარეგანი სადეზინფექციო საშუალება, დასალევად ხმარობენ სასუნთქი გზების ქრონიკული კატარის და ფილტვებში ჩირქოვანი პროცესების დროს. იმის გამო, რომ კრეოზოტი არასასიამოვნო სუნისა და გემოსია, აგრეთვე კუჭსა და თირკმლებზე გამაღიზიანებელი მოქმედება აქვს, მას ხშირად ცვლიან წიფლისგანვე მიღებული გვაიაკოლითა და მისი პრეპარატებით, რომელთაც აქვთ ასეპტიკური მოქმედების თვისება

 

წყარო: ecopharm.sangu.ge და  mygarden.ge

კატეგორია: სხვადასხვა | ნანახია: 3061 | დაამატა: natia | ტეგები: წიფელი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: