მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
სამზარეულო
საიტის მენიუ
ძებნა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
ქართული სამზარეულო [39]
ხორციანი კერძები [200]
თევზის კერძები [35]
რძის ნაწარმი [39]
ბოსტნეული/ფხალეული [138]
ფქვილეული/ბურღულეული [130]
საწებლები/სოუსები [50]
მწნილები/მარინადები [46]
მურაბები/ჯემები [97]
უცხოური სამზარეულო [45]
ცხოველის ხორცის კერძები [60]
ფრინველის ხორცის კერძები [63]
თევზის კერძები [58]
ბოსტნეული/ფხალეული [69]
სალათები [97]
ფქვილეული/ბურღულეული [71]
პიცები/ბუტერბროდები [96]
სამარხვო კერძები [144]
ტკბილეული [201]
ნამცხვრები [72]
ტორტები [84]
სასმელები [12]
კოქტეილი [4]
ლიქიორი [26]
ყავა [41]
ჩაი [39]
სხვადასხვა [306]
ჩანაწერების არქივი
კალენდარი
«  აგვისტო 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასეთ საიტი
სულ პასუხი: 1366
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0
......
...........
მთავარი » 2011 » აგვისტო » 24 » წარსულის ამბები -''ნამდვილი მაწონი საქართველოდან"
13:56
წარსულის ამბები -''ნამდვილი მაწონი საქართველოდან"


წარსულის ამბები -''ნამდვილი მაწონი საქართველოდან"

                  

ჩვენმა მკითხველმა უკვე იცის, რომ დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატთან საფრანგეთის ქართული დიასპორის წარმომადგენელი, ბატონი მირიან მელუა აქტიურად თანამშრომლობს. ჩვენ გადავწყვიტეთ ფართო საზოგადოებას გავაცნოთ ბატონი მირიანის მიერ შექმნილი მასალები, რომლებიც საფრანგეთში მცხოვრები ქართველების ყოფასა და ცხოვრებას ასახავს. როგორ ცხოვრობდნენ ჩვენი თანამემამულეები მეოცე საუკუნის დასაწყისში? მანამდე? მას აქეთ? მაშ ასე, გახდით ჩვენი ახალი რუბრიკის "წარსულის ამბების" მკითხველნი.

20-იანი წლების პარიზში ქართველი ემიგრანტების ცხოვრების პირობები არც თუ ისე სახარბიელო იყო. მათ ძირითად საკვებს რძის პროდუქცია წარმოადგენდა. ქართველმა ემიგრანტებმა მაწვნის წარმოების საქმე შეისწავლეს. მაწვნის ისტორიამ სამი ეტაპი გაიარა: მაწვნის დაყენება კერამიკულ ქილებში, მინის ქილებში და ბოლოს პარაფინირებულ ქილებში.

კერამიკული ქილა, ძირითადად 30-იანი წლებიდან 50-იან წლებამდე გამოიყენებოდა. მაწვნის მწარმოებელი ატელიეები არც კი იყო საკმარისი... მაწონს ქართველები აწვდიდნენ სხვადასხვა რძის მაღაზიასა თუ რესტორანს... ერთი სიტყვით, მაწონზე დიდი მოთხოვნილება იყო.

მაგალითისთვის შეგვიძლია მოვიყვანოთ:

• 1932 წელს ფართო გაყიდვაში იყო "Dr Gamba"- მაწონი, რომლის მწარმოებლებიც - დოქტორი ვახტანგ აბაშიძე და მისი სიძე შოთა ნიკოლაძე გახლდნენ.

• 1935 წელს კი ცნობილი იყო მუქ რძისფერ კერამიკულ ქილებში ჩამოსხმული "ქართული მაწონი", რომელსაც შავი წარწერა ამშვენებდა: "ნამდვილი მაწონი საქართველოდან".

ასევე მუქ რძისფერ კერამიკულ ქილებში (შავი წარწერით) იყიდებოდა "აღმოსავლეთის მაწონი" და "აღმოსავლეთის იოგურტი". მათ საწარმო "აღმოსავლეთი" ქმნიდა, რომლის მფლობელიც ჯაყელი გახლდათ.

მაწონს "გემო" (თეთრ კერამიკულ ქილაში შავი წარწერით), საწარმო "გემო" აწარმოებდა, მისი მფლობელი სარჯველაძე გახლდათ. 50-იან წლებში კერამიკული ქილები მინის ქილებმა ჩაანაცვლა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ქართველი ემიგრანტების მეორე თაობა ამ ხელობას უკეთ დაეუფლა. მაწონზე მოთხოვნილება გაიზარდა. მისი დისტრიბუცია უკვე მანქანების საშუალებით ხდებოდა. სურნელოვანი მაწვნის წარმოების დაწყებას ბაზარზე დიდი წარმატება ხვდა წილად. შესაბამისად, კონკურენცია იზრდებოდა. პარაფინირებულ ქილებში მაწვნის ჩამოსხმამ ნელნელა შეამცირა ქართული მაწვნის წარმოება პარიზში. ინდუსტრიული მარკების უმრავლესობა ამ "გიგანტი ხელობის" მიერ წარმატებით იქნა შესყიდული, ამის მიუხედავად, რამდენიმე ქართული საწარმო მაინც ახერხებდა არსებობის შენარჩუნებას. ამგვარად, მაწვნის ადგილობრივი წარმოება აზრს კარგავდა, თუმცა, 90-იან წლებამდე, რამდენიმე ოჯახი, ტრადიციისამებრ, ოჯახში მაინც ქართულ მაწონს ამზადებდა. ხნოვანი ქართველები დასავლეთის იოგურტს, მაინც ძველ მაწონს ამჯობინებენ. დღეს იოგურტის ნაირსახეობა, ძირითადად, პარაფინირებულ ქილებში იყიდება და ქართველი ახალგაზრდობა უპირატესობას მას ანიჭებს...

ვინაიდან, იოგურტი უფრო თანამედროვეა!

წყარო: diaspora.gov.ge

კატეგორია: სხვადასხვა | ნანახია: 2814 | დაამატა: natia | ტეგები: წარსულის ამბები -''ნამდვილი მაწონი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: