თხილი
თხილი
(Corylus), ფოთოლმცვივანი
ბუჩქების,
იშვიათად ხეების გვარი თხილისებრთა ან ფართო გაგებით, არყისებრთა ოჯახისა. მტვრიანებიანი ყვავილები უყვავილსაფროა და მჭადა ყვავილედადაა შეკრებილი, ბუტკოიანი ყვავილები კვირტშია ჩამალული და გარეთ მხოლოდ დინგები აქვს გამოყოფილი. თითოეული ყვავილის ირგვლივ ვითარდება სამ-სამი ურთიერთშეზრდილი
თანაყვავილედი,
ტომელიც ნაყოფის მომწიფებისას დიდდება და სხვადასხვა ფორმის ნაყოფსაფარს (ბუდეს) ქმნის. ნაყოფი ერთთესლიანი კაკალია. გვარი შეიცავს 20-მდე სახეობას, რომლებიც გავრცელებულია ევროპის, აზიისა და ჩრდილოეთ ამერიკის ფოთლოვანი ტყეების ზონაში. საქართველოში ტყეებში ზღვის დონიდან
1500-1800 მ-მდე ბუნებრივად იზრდება თხილის 6 სახეობა: ჩვეულებრივი თხილი (Corylus
avellana) ბუჩქი
ან 8-მდე სიმაღლის ხეა, გავრცელებულია მთელ საქართველოში. იზრდება ქვეტყედ მუხნარებში, ფართოფოთლოვან და წიწვოვან შერეულ ტყეებში, სუბალპური მეჩხერში. ჩრდილის ამტანი და საკმაოდ ყინვაგამძლეა. ყვავილობს თებერვალ-მარტში, ნაყოფი მწიფდება სექტემბერში. ერთი ბუჩქიდან 3 კგ-ზე მეტი მოსავალი მოდის. მრავლდება თესლით, ძირკვისა და ფესვის ამონაყრით, იშვიათად გადაწიდენით. ცოცხლობს 70-80 წელს. დეკორატიულია. იყენებენ დერდობების გასატყიანებლად.
ერთ-ორწლიან ღეროს - წნელად, კალათების, გოდრების, ლახტების დასაწნავად. დათვისთხილა და პონტოური თხილი (Corylus
pontica) იზრდება
გურიასა და აჭარაში; იმერული თხილი (Corylus
imeretina), კოლხური
თხილი და კახური თხილი (Corylus
cachetica) საქართველოს
ენდემებია.
წყარო:
ka.wikipedia.org
|