თევზის გუფთა
მასალა:
თევზი 1კგ.
ორცხობილას ფქვილი
ხმელი წიწაკა
წითელი ბულგარული წიწაკა 2ც.
პომიდორი 2ც.
ნიორი 2 თავი
პომიდვრის სოუსი
სტაფილო 4ც.
კამა, ნიახური, ოხრახუში, ქინძი და მარილი გემოვნებით.
მომზადება:
თევზი გავწმინდოთ, ამოვაცალოთ ძვლები და ასევე კანიც ავაცალოთ.
გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში. შევკაზმოთ მარილით, ხმელი წიწაკით, დაკეპილი
ოხრახუშით. მოვაყაროთ ცოტა ნიახური და ცოტა ნიორი. ამ მასისგან დავამზადოთ პატარა
ბურთულები და ამოვავლოთ ორცხობილას ფხვნილში. ცალკე ქვაბში მოვშუშოთ დაკეპილი
ხახვი, დავამატოთ წვრილად დაჭრილი წითელი ბულგარული წიწაკა, პომიდორი და სტაფილო.
გავაგრძელოთ მოთუშვა. შემდეგ ვამატებთ პომიდვრის სოუსს ავურევთ კარგად და ამავე
ქვაბში ჩავალაგებთ თევზის ბურთულებს.
დავამატებთ ადუღებულ წყალს იმდენს, რომ ეს გუფთები დაფაროს. წამოდუღების შემდეგ,
დაბალ ცეცხლზე კიდევ ცოტა ხანს ვშუშავთ და სულ ბოლოს, უნდა შევკაზმოთ წიწაკით,
მარილით, ნიორითა და ცოტა ხმელი ქინძით. მომზადების შემდეგ, ვაყრით დაკეპილ
ოხრახუშს და ცოტა კამას.
მისაყოლებლად რეკომენდირებული ღვინო: ქინძმარაული.
|