თევზის ჩახოხბილი
მასალა:
თევზი 1 კგ.
ხახვი 3 თავი
დაფნის ფოთოლი 3-4ც.
სტაფილო 200გრ.
ზეთი 100გრ.
პამიდვრის წვენი 2 ჩ/ჭ.
ქინძი, ოხრახუში 3-3 ძირი
შავი პილპილი 25 მარცვალი
მარილი გემოვნებით
მომზადება:
ქარიყლაპია, ლოქო, წვერა, კობრი ან სხვა რომელიმე თევზი გავასუფთავოთ,
მოვაყაროთ მარილი და დავაწყოთ ღრმა ტაფაზე. მოვაყაროთ ალყა-ალყა დაჭრილი ხახვი.
წვრილად დაჭრილი ქინძი და ოხრახუში, დავასხათ ზეთი და 2 ჩაის ჭიქა პამდვრის წვენი;
ჩავაყოლოთ სტაფილო, დაფნის ფოთოლი, 20-25 მარცვალი შავი პილპილი და ვხარშოთ ნელ
ცეცხლზე. მოხარშული თევზის ნაჭრები დავალაგოთ ღრმა ლანგარზე და ზედ მოვასხათ
თავისივე წვენი.
|