თევზის ბუდე
მასალა:
თევზის ფილე 500გრ.
პური (ბატონი) 400გრ.
ხახვი 200გრ.
რძე 500 მლ.
ყველი 150გრ.
მცენარეული ზეთი, მაიონეზი, მწვანილი, წიწაკა და მარილი გემოვნებით.
მომზადება:
ხახვი და მწვანილი დავჭრათ წვრილად, დავამატოთ პატარა ზომის ნაჭრებად
დაჭრილი თევზის ფილე, მოვაყაროთ მარილი წიწაკა და კარგად ავურიოთ. პური დავჭრათ 2
სმ. სისქის ნაჭრებად, ამოვავლოთ რძეში და ცოტა გავწუროთ ხელით. გამოსაცხობ ფარმაზე
წავუსვათ ზეთი, მოვათავსოთ პურის ნაჭრები, თითოეულ ნაჭერში გავაკეთოთ პატარა
სიღრმე (ხელით ამოვაცალოთ ცოტა გული). პურის სიღრმეში მოვათავსოთ თევზი ხახვით,
წავუსვათ მაიონეზი და შევდგათ აირღუმელში, ვაცხოთ 180*–ზე 40–45 წუთის
განმავლობაში, შემდეგ გამოვიღოთ აირღუმელიდან და პურის ნაჭრების ნაწილს მოვაყაროთ გახეხილი ყველი ნაწილი დავტოვოთ
ჩვეულებრივ და ისევ შევდგათ აირღუმელში 5–7 წუთი. მომზადების შემდეგ გავაფორმოთ
მწვანილით.
|