თევზი „ტარტას" სოუსით
მასალა:
თევზის ფილე ორაგული ან სხვა 500გრ.
კვერცხი 1ც.
დაფქვილი ორცხობილა (სუხარი) ამოსავლებად
მცენარეული ზეთი შესაწვავად
წიწაკა და მარილი გემოვნებით.
სოუსი:
მაიონეზი 7ს/კ.
პიკელებული ან დამარილებული კიტრი 100გრ.
ნიორი 2 კბილი
კამა გემოვნებით.
მომზადება:
თევზი დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად. კვერცხი ავთქვიფოთ, მოვაყაროთ
მარილი, წიწაკა და ამოვავლოთ თევზის ნაჭრები, შემდეგ ნაჭრები ამოვავლოთ დაფქვილ
ორცხობილაში (სუხარში) და შევწვათ ზეთში ორივე მხრიდან. კიტრი დავჭრათ წვრილად,
დავამატოთ წვრილად დაჭრილი კამა, დანაყილი ნიორი, მოვასხათ მაიონეზი და კარგად ავურიოთ.
მომზადებული სოუსი მოვათავსოთ შემწვარი თევზის ნაჭრებზე და გავაფორმოთ მწვანილით.
|