თევზი ყველიან–ნაღებიანი სოუსით
მასალა:
თევზის ფილე (ორაგული და ა.შ.) 500გრ.
ნაღები 250 მლ.
ყველი 150გრ.
კამა, წიწაკა და მარილი გემოვნებით.
მომზადება:
მწვანილი დავჭრათ წვრილად, დავამატოთ გახეხილი ყველი, ნაღები და
კარგად ავურიოთ. თევზი დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად, მოვათავსოთ გამოსაცხობ
ფორმაზე, მოვაყაროთ მარილი, წიწაკა და მოვასხათ ყველიან–ნაღებიანი სოუსი, შემდეგ
შევდგათ აირღუმელში და ვაცხოთ 180*–ზე 35–40 წუთის განმავლობაში.
|