თევზი ქინძმარით
მასალა:
თევზი (ნებისმიერი, სასურველია თეთრი) 1 კგ.
დაფნის ფოთოლი 1ც.
მწარე წიწაკის მარცვლები 2-3ც.
ქინძი 100-150გრ.
თეთრი ღვინის ძმარი 50გრ.
დაფქვილი შავი პილპილი და მარილი გემოვნებით.
მომზადება:
თევზი მოვხარშოთ მარილთან, დაფნის ფოთოლთან და წიწაკის მარცვლებთან
ერთად. ამოვიღოთ ბულიონიდან და გავაცივოთ. მომზადებული თევზი დავჭრათ საშუალო
ზომის ნაჭრებად.
სოუსის მომზადება:
ქინძი დავჭრათ წვრილად, დავასხათ ძმარი, დავუმატოთ 1/3 ჭიქა
გაცივებული, ქაფმოხდილი თევზის ბულიონი, მოვაყაროთ მარილი, პილპილი და კარგად
ავურიოთ. თითოეულ თევზის ნაჭერს მოვასხათ მომზადებული სოუსი.
|