თეთრი ლობიოს სუპი
მასალა:
თეთრი ლობიო 200გრ.
ხახვი 1 თავი
მზესუმზირის ზეთი 2 ს/კ.
კარტოფილი 3 ც.
ოხრახუში 3-4 ძირი
დაფქვილი შავი პილპილი და მარილი გემოვნებით.
მომზადება:
ლობიოს დავასხათ ცივი წყალი და გავაჩეროთ 3–4 საათი, შემდეგ წყალი
გადავწუროთ. ლობიოს დავასხათ 2 ლიტრი წყალი და მოვხარშოთ. კარტოფილი გავასუფთავოთ, დავჭრათ კუბიკებად,
დავუმატოთ ლობიოს და გავაგრძელოთ ხარშვა, შემდეგ დავუმატოთ დაჭრილი და ზეთში
შემწვარი ხახვი, მოვაყაროთ მარილი, წიწაკა და ვხარშოთ სუპი კარტოფილის მოხარშვამდე.
ხარშვის ბოლოს მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში.
|