თბილისობა
„თბილისობა",
ყოველწლიური
საშემოდგომო
დღესასწაული
ქ. თბილისში. პირველად 1979 წ. 28 ოქტომბერს აღინიშნა. 1990-იანი წლების დასაწყისში პაუზის შემდეგ კვლავ განახლდა 1995 წ. და მას შემდეგ ყოველწლიურ ტრადიციად იქცა. ტრადიციულად დღესასწაული ოქტომბრის ბოლო (ან ბოლოსწინა) შაბათ-კვირას ტარდება და ორ დღეს გრძელდება. ფესტივალის ფარგლებში ეწყობა სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, სპორტული შეჯიბრებები, ქართული და ეთნიკური უმცირესობების ხალხური შემოქმედების კონცერტები და გამოფენა-გაყიდვები, სასოფლო-სამეურნეო ბაზრობები. ღონისძიებების ეპიცენტრია ძველი თბილისი — დედაქალაქის ისტორიული ნაწილი. ამავე დღეს სხვადასხვა სფეროში მოღვაწე გამოჩენილ ადამიანებს ენიჭებათ თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება.
წყარო:
ka.wikipedia.org
|