თათარბერაკი
მასალა:
პურის ფქვილი 200გრ.
ხახვი 2 თავი
კარაქი 6 ს/კ.
მაწონი 100 მლ.
მარილი გემოვნებით.
მომზადება:
გაცრილი ფქვილით და მარილწყალით მოვზილოთ მაგარი ცომი, გავაბრტყელოთ
თხლად და დავჭრათ საშუალო ზომის კვადრატებად ან ზოლებად. ცომის დაჭრილი ნაჭრები
ჩავყაროთ სათითაოდ ადუღებულ მარილიან წყალში და ვხარშოთ. მოხარშვის შემდეგ ნაჭრები
გადმოვიღოთ დუშლაგზე, როდესაც წყალი გამოეწურება გადმოვიღოთ სასურველ ფორმაზე,
მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი კარაქში შემწვარი ხახვი(ხახვი უნდა შევწვათ ოქროსფერი
ფერის მიღებამდე), მოვასხათ მაწონი და კერძი მზადაა.
|