თაფლაკვერა
მასალა:
ცომისთვის:
პურის ფქვილი 4 –1/2 ჭიქა
კვერცხი 3ც.
შაქარი 1–1/2 ჭიქა
კარაქი 150გრ.
თაფლი 3 ს/კ.
საჭმლის სოდა 1 ჩ/კ.
ღვინის ძმარი 1/2 ს/კ.
ცოტა მარილი.
შიგთავსისთვის:
ნებისმიერი ჯემი ან მურაბის
თხევადი ნაწილი.
მომზადება:
კვერცხს ავურიოთ შაქარი,
დავამატოთ წვრილად დაჭრილი კარაქი, თაფლი, სოდა–ძმრით (ათქვეფილი) და ცოტა მარილი.
მომზადებული მასა მოვათავსოთ წყლის აბაზანაზე, გავაცხელოთ, განუწყვეტლივ ვურიოთ
ერთიანი მასის მიღებამდე, შემდეგ გადმოვდგათ გაზქურიდან, შევაზილოთ ფქვილი და
მოვზილოთ ნაზი ცომი. ცომი გავყოთ 6 ნაწილად, გავაბრტყელოთ თითოეული გამოსაცხობი
ფორმის ზომაზე,(შეიძლება ცომი გავაბრტყელოთ პირდაპირ გამოსაცხობ ფორმაზეც), სანამ
ცომს გავაბრტყელებთ აუცილებელია გამოსაცხობ ფორმას წავუსვათ ქარაქი.თითოეული
გაბრტყელებული ცომი გამოვაცხოთ ცალ–ცალკე დაახლოებით 10 წუთი 200 °С ტემპერატურაზე
შემდეგ გავაცივოთ. ფირფიტებს წავუსვათ ჯემი და დავაწყოთ ერთიმეორეზე და ხელით
დავჭიროთ რათა კარგად შეერთდეს ფირფიტები. გავაჩეროთ 10–12 საათი რათა ჯემი კარგად
შეიწოვოს ფირფიტებმა.
|