ტრუბოჩკა (ფენოვანი ცომის ხვეულები)
მასალა:
ფენოვანი ცომი:
თბილი წყალი 2 ჭიქა
შაქარი 1 ჩ/კ.
ძმარი 1 ჩ/კ.
არაყი 1 ჩ/კ.
ლიმონმჟავა ცოტა
მარილი ცოტა
კვერცხის გული 1ც.
ფქვილი დაახლოებით 6 ჭიქა
ზეთი 1 ჩ/კ.
მარგარინი 500გრ.
მომზადება:
თბილი წყალი ჩავასხათ ჯამში, დავამატოთ შაქარი, კვერცხის გული, ძმარი, არაყი, მარილი, ცოტა ლიმონმჟავა, ყველაფერი ავურიოთ და ნელ-ნელა ვუმატოთ ფქვილი. მოვზილოთ ცომი და შევაზილოთ ზეთი. შემდეგ გავყოთ ცომი 2
თანაბარ ნაწილად. თითოეული გავაბრტყელოთ. ცომს წავუსვათ დაახლოებით გამდნარი მარგარინის 85გრ. (მარგარინის თითოეული შეფუთვა
გავყოთ 3 ნაწილად). შემდეგ გადავკეცოთ
კონვერტისებურად. დავდოთ თეფშზე, დავაფაროთ პოლიეტილენის სახვევით და შევდგათ
საყინულეში 30 წუთით. ასეთივე პროცესით დავამუშავოთ მეორე ცომის ნახევარი. როდესაც
გავა 30 წუთი, გამოვიტანოთ საყინულიდან ცომი და შევუდგეთ მის დამუშავებას. იგივე
მეთოდით სამჯერ (მინიმუმ) შევდგათ ცომი
მაცივარში და მზადაა.
კრემი:
მასალა:
ფქვილი 10 ს/კ.
შაქარი 2,5 ჩ/ჭ.
რძე (წყალი) 5 ჭიქა
ვანილი, მარილი (გემოვნებით).
მომზადება:
ფქვილი, შაქარი ჩავყაროთ ალუმინის
ქვაბში, ავურიოთ კარგად, დავუმატოდ ჯერ 3 ჩ/ჭ რძე(წყალი), კარგად ავურიოთ ხელის
მიქსერით, შემდგომ დავუმატოდ კიდევ 2 ჩ/ჭ რძე(წყალი). დავდგათ ცეცხლზე და მუდამ
ვურიოთ, სასურველია ხის კოვზით, როდესაც შეატყობთ რომ კრემი იწყებს ადუღებას,
შეანელეთ ცეცხლი, ურიეთ. როგორც კი მოიხარშება კრემი აცადეთ 2 წუთი ასე ცეცხლზე
ყოფნა, თქვენ კი სანამ მოამზადეთ ჭურჭელი სადაც კრემს ჩაასხავთ, ჩაასხით კრემი,
აცადეთ გაციება, როდესაც ცივდება არ დაგავიწყდეთ მისი არევა (ასე უფრო მალე
გაცივდება და იქნება უფრო ადვილად ასათქვეფი). ავიღოთ 250 გრ კარაქი(მარგარინი,
დღეს საქართველოში მარგარინთა ფართო არჩევანია, მაგრამ მე უპირატესობას ვუწევ
"ვიტამ"-ს, თქვენ შეგიძლიათ იხმაროთ ნებისმიერი, თუ ხმარობთ
"ონა"-ს არ დაგავიწყდეთ, რომ იგი ძალიან მძიმეა(კოლორიულად) და ათქვეფის
დროს უნდა იმდენი თქვიფოთ სანამ გაათეთრებთ) და საცრესზე გავატაროთ, ავთქვიფოთ
გათეთრებამდე და ნელ ნელა შევამატოთ კრემი, ბოლოს დავუმატოდ ვანილი (ვანილს
ვამატებთ ბოლოში რადგან ის იმატებს პროპორციებში და ზედმეტი რომ არ გამოგვივიდეს
და არ გააფუჭოს ნაწარმი ვამატებთ ბოლოში) და მარილი გემოვნებით, და კიდევ ერთი
რჩევა, თუ კრემი აგეჭრათ დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი მშრალი სლივკა ან შაქრის პუდრა.
ტარტალეტკის მომზადება:
მოვზილოთ ფენოვანი ცომი (თუ გაქვთ მოზელილი და გიდევთ მაცივარში
გამოიღეთ და დააცადეთ, სანამ ცომი არ მიიღებს ოთახის ტემპერატურას). შემდეგ
გავშალოთ (გაშლა უნდა ხდებოდეს ძაან ფრთხილად, ცომის ფენები რომ არ დაზიანდეს, თუ
გაშლის დროს ცომი გაგეხათ, ღუმელში ის შეიძლება გაიხსნას და ახდეს ფორმას )
გავშალოთ ცომი, გავჭრათ თანაბარ 8-10 ნაჭრად (გრძლად)... თითო გაჭრილი ნაჭერი
გავაბრტყელოთ სიგრძეში და მოვახვიოთ ფორმას. დავდოთ ჟაროვნაზე და დავტოვოთ ასე
დაახლოებით 10-15 წუთით, შემდეგ კი შევდგათ 200° გახურებულ ღუმელში. როდესაც
გამოიცხვება, გამოვიტანოთ, დავაცადოთ გაგრილდეს და ხელით გამოვიღოთ ფორმა.
გამომცხვარ ტრუბოჩკის ფორმა გავავსოთ
მოხარშული კრემით და დავაყაროთ შაქრის პუდრა.
|