ტყლაპი
ტყლაპი შეგვიძლია გავაკეთოთ
ტყემლის, ღოღნოშოს ან ქლიავისაგან. ნაყოფი მოვხარშოთ, გადავიტანოთ თუშფალანგზე, წვენი
სულ რომ ჩამოიწურება, მასა გავხეხოთ, კურკები ამოვაცალოთ, შემდეგ მიღებული მასა გადავიტანოთ ფიცარზე, ხელით გავასწოროთ და მზეზე
გავაშროთ ჯერ ერთი მხრიდან, მერე მეორე მხრიდან. დარჩენილი წვენი ცეცხლზე დავდგათ,
ვადუღოთ შესქელებამდე, დავუმატოთ დანაყილი წიწაკის და ქინძის თესლი, ნიორი, ომბალო.
გამშრალი ტყლაპი ამოვავლოთ გამზადებულ წვენში, ხელახლა გავაშროთ მზეზე, ასე მოვიქცეთ
3–4 ჯერ, ასეთივე წესით მზადდება ტყლაპი შინდისა და ჭანჭურისაგან.
|