ტორტი კუ
მასალა:
ცომისათვის:
კვერცხი 7ც.
შაქარი 2 ჭიქა
სოდა ძმართან ერთად 1 ჩ/კ.
ფქვილი 2,5 ჭიქა.
კრემისათვის:
არაჟანი 500გრ.
სგუშონი 1ც.
მიმანქრისათვის:
შაქარი 3 ს/კ.
არაჟანი 2 ს/კ.
კაკაო 4 ს/კ.
კარაქი 50-100გრ.
მომზადება:
ცომის მომზადება:
კვერცხს დავამატოთ ორი ჭიქა შაქარი, სოდიანი ძმარი, ფქვილი და
მოვზილოთ ცომი. გავყოთ პატარა ნაწილებად და გამოვაცხოთ პატარა ბრტყელი რგოლები
აირღუმელში.
მინანანქრის მომზადება:
შაქარი, არაჟანი და კაკაო ავადუღოთ დაბალ ტემპერატურაზე, როცა მასა
შესქელდება დავამატოთ კარაქი და კვლავ ვადუღოთ რამოდენიმე წუთი.
კრემის მომზადება:
სგუშონი და არაჟანი კარგად ავთქვიფოთ.
გამოცხობილი რგოლები დავაწყოთ თეფშზე და მივცეთ კუს ფორმა, წავუსვათ
კრემი, დავაწყოთ ზედ ისევ რგოლები (ესე გავიმეოროთ სანამ კუს ფორმამდე არ
ავაშენებთ). გავუკეთოთ თავი და ფეხები გამომცხვარი რგოლისგან (შეგვიძლია რგოლებს
ზემოდან მინანქარით დავახატოთ). თავზე მოვასხათ მინანქარი და ზემოდან მოვრთოთ
კრემით.
|